 | ავტორი: მევარმე ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2014 |
მუზა დახატავს ალბათ ჩემს ფიქრებს, რაც მათრობს მე და მიქრობს კაეშანს, ოქროსფერ ქუჩას, ვერცხლისფერ ფიფქებს, რა დამავიწყებს პირველ პაემანს...
ქარიან ღამის, ცის ღრუბლის ფენა, მთვარისფერ სხივმა გულისფრად გაჭრა, ფანტელთა აღმა და დაღმაფრენა, ლამაზი იყო - ლამაზად დარჩა...
ვიყავით მე და ასეთი ღამე, იყო მთვარე და მზელამპიონი, თითქოს ფიფქები ითვლიდნენ წამებს, თეთრად სათუთნი და მკაფიონი.
ეს ნატვრა იყო და უფრო მეტი და უფრო თეთრად, შეუჩერებლად.. და დაუღლელად თოვდა მომენტი, თითქოს ერთურთის მოსაფერებლად,
პირველ პაემანს დუნედ ათოვდა.. მთვარე ათბობდა ცივ ფერთა გამებს.. ღამეს იისფრად ბუნება ქსოვდა, ხოლო ფიფქები ითვლიდნენ წამებს..
ვიყავით მე და ასეთი ღამე.. ოქროსფერ ქუჩას შენ აკლდი ერთი, როცა ვითვლიდი ფიფქებს და წამებს, გამოჩნდი შენ და გამოჩნდა ღმერთი....
ქარიან ღამის, ცის ღრუბლის ფენა, მთვარისფერ სხივმა გულისფრად გაჭრა, ფანტელთა აღმა და დაღმაფრენა, ლამაზი იყო - ლამაზად დარჩა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ეს ლექსიც ლამაზად დამრჩა.... :) ეს ლექსიც ლამაზად დამრჩა.... :)
15. დიდი მადლობა:):):):) დიდი მადლობა:):):):)
14. პირველი პაემნისას თოვა... ეს იყო ჩემთანაც და დავტოვე 5 პირველი პაემნისას თოვა... ეს იყო ჩემთანაც და დავტოვე 5
12. მუდამ მახსოვდა, მახსოვს და მემახსოვრება...:) მადლობა დალოცვისთვის..:) მუდამ მახსოვდა, მახსოვს და მემახსოვრება...:) მადლობა დალოცვისთვის..:)
11. არ დაივიწყო ღმერთი და იქნები მუდამ წარმატებული. არ დაივიწყო ღმერთი და იქნები მუდამ წარმატებული.
10. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
9. მოხარული ვარ.... მადლობა შეფასებისთვის..:) მოხარული ვარ.... მადლობა შეფასებისთვის..:)
8. ცოტაც სევდიანი...აღმა-დაღმა ფიფქიანი...იისფერ ღამის ლამაზი მოგონება... მომეწონა...:-* ცოტაც სევდიანი...აღმა-დაღმა ფიფქიანი...იისფერ ღამის ლამაზი მოგონება... მომეწონა...:-*
7. ვიყავით მე და ასეთი ღამე.. ოქროსფერ ქუჩას შენ აკლდი ერთი როცა ვითვლიდი ფიფქებს და წამებს გამოჩნდი შენ და გამოჩნდა ღმერთი.... +++ ვიყავით მე და ასეთი ღამე.. ოქროსფერ ქუჩას შენ აკლდი ერთი როცა ვითვლიდი ფიფქებს და წამებს გამოჩნდი შენ და გამოჩნდა ღმერთი.... +++
6. კი ბატონო +2 კი ბატონო +2
4. დასტური თეოს. ლამაზია დასტური თეოს. ლამაზია
3. ლამაზია პირველი პაემანივით :) 5+
ეს ნატვრა იყო და უფრო მეტი და უფრო თეთრად, შეუჩერებლად.. და დაუღლელად თოვდა მომენტი თითქოს ერთურთის მოსაფერებლად, ლამაზია პირველი პაემანივით :) 5+
ეს ნატვრა იყო და უფრო მეტი და უფრო თეთრად, შეუჩერებლად.. და დაუღლელად თოვდა მომენტი თითქოს ერთურთის მოსაფერებლად,
2. )))))) მადლობა დედოფალო...) )))))) მადლობა დედოფალო...)
1. ვიყავით მე და ასეთი ღამე, იყო მთვარე და მზელამპიონი, თითქოს ფიფქები ითვლიდნენ წამებს, თეთრად სათუთნი და მკაფიონი. პირველ პაემანს დუნედ ათოვდა.. მთვარე ათბობდა ცივ ფერთა გამებს.. ღამეს იისფრად ბუნება ქსოვდა.... ხოლო ფიფქები ითვლიდნენ წამებს... + + +
კარგია... :) 5 ქულა. აი მე საერთოდ არ მახსოვს ჩემი პირველი პაემანი... პირდაპირ გავთხოვდი :) ვიყავით მე და ასეთი ღამე, იყო მთვარე და მზელამპიონი, თითქოს ფიფქები ითვლიდნენ წამებს, თეთრად სათუთნი და მკაფიონი. პირველ პაემანს დუნედ ათოვდა.. მთვარე ათბობდა ცივ ფერთა გამებს.. ღამეს იისფრად ბუნება ქსოვდა.... ხოლო ფიფქები ითვლიდნენ წამებს... + + +
კარგია... :) 5 ქულა. აი მე საერთოდ არ მახსოვს ჩემი პირველი პაემანი... პირდაპირ გავთხოვდი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|