ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


ერთად

მიზეზი  დროდადრო  სურვილებს  აწვალებს,
დავხედავ  ხვალამდე  გუშინდელ  ნაკვალებს.

ბოროტებს  კეთილმა  მოუსპო  იმედი
გრძნობებზე  თამაშობს, ვერ  დათვლი-იმდენი.

კეთილი  ზღაპრების  კარგი  დასასრული
ვერაფერს  გთავაზობს, გარდა -სიყვარულის.

ახლა  თავს  გახსენებს  ახალი  ფიქრები,
დღეს  ჩავიფიქროთ  და  სულ  ერთად ვიქნებით!

მერე და  შევავსებთ  დარჩენილ  ნაპრალებს,
არცერთი  არ  დავთვლით  გუშინდელ  ნაკვალებს!
არცერთხელ....
                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები