ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2014


მიქს რეალობა

ბროწეული აყვავდება როცა,
ცა მოისხამს ქორწილისფერ სიცილს,
უცხო ჰანგმა მე რომ გამაოცა
ამას ტრფობა ეწოდება ვიცი,

უგნოდ ვეგდე მე შუგულ ტყეში,
ყური გრძნობდა პანის ჩლიქის ბაკუნს
ოცნებების წამოვიდა თქეში
და კოდალა განაგრძობდა კაკუნს,

გამაღვიძა მე ბგერამ ავლოსის,
და ბაქკური შევიგრძენი დნობა
გადავეშვი მიღმა თარგამოსის
დრიადებმა წამართვეს მე ცნობა,

კენტავრებთან მოვილხინე ღვინით,
დიონისემ მომაწოდა თასი,
და ვაზებით შემოსილი ტვინით
ახლაც მახსოვს ნაიადას ფასი,

ამ დროს მძლავრი დავინახე შუქი
და ჭინჭილამ გამიშეშა ხელი,
გაიფანტა მოჩვენებათ ბუქი
რეალობა დამეძგერა ცხელი,

გავარჩიე ექიმების ხმები
ვუპოვნივარ თურმე გზისპირს მთვრალი,
–"ჩქარა მორფი მე შენ გეუბნები,
დაუშავდა მგონი ცალი თვალი"

კიდევ კარგი იყო არაფერი
და სამ წუთში მეც მოვედი გონს
მომივიდა სახის კიდეც ფერი
და იოლად გამოვედი ფონს,

გავახილე მე ორივე თვალი,
დავინახე თეთრი ხალათები,
მიყურებდა მე ექთანი ლალი
და ეჭირა ჩემი ხელის ნები,

იქედან რომ წამოვედი უკან
გავიარე კიდეც ქუჩა მთელი,
მოვიტოვე ჩემი სახლის შუკაც
და თვალები მქონდა ძლიერ სველი,

მივადექი ჩემი ბინის კიბეს
ავდივარ და თანაც კიდევ ვფიქრობ
უნებურად ხელი მომხვდა ჯიბეს
მე კი ფიქრებს ისევ ფიქრით ვიქრობ,

ფიქრი გაქრა, როგორც ბლონდი ლანდი
ხელმა იგრძნო რაღაც უცხო ნივთი,
შორით ალბათ მართლაც გიჟად ვჩანდი
ელდისაგან როცა გადავცივდი...

ხელს ამომყვა მოხატული თასი
ზედ ცეკვავდნენ დრიადები, პანი
ის ბრწყინავდა ვით ქარვა–ალმასი
და სიზმრების აცხადებად ვცანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები