ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


ტკივილი ქერა თვალების

წერა დავიწყე, შემაჩეროს იქნება ვინმემ,

ზამთარს ჩარაზულ კართან ვტვებ, თბილა ძველ სახლში...

უემოციო, ეგოისტი მიწოდე წუხელ,

ახლა კი ცდილობ დამაჯერო ტყული მრწამსი.



ცოტა მიკლია გაგიჟებას, არა კვლავ ვტყუი,

გიჟი ვარ თხემით, ტერფს ვინ ჩივის სულია მოწმე

მოდი გავიდეთ გაყინული ვერხვების ტყეში

და სველ კადრებად გადავიღოთ ჩვენი სიშორე.



მოდი რა.. ერთად დავითვალოთ ერთიდან ცხრამდე,

მერე გადავხტეთ წარმოსახვით ფრთებიც გვაქვს, გესმის?

რატომ სრულდება იდილია ყოველთვის ასე

ალბათ ვერ მიგებ, რას გამიგებ მეთვითონ ვერ ვხსნი.



მე  - ვარ - ადამიანი - ქალი - Candy - და ბრავო!!!

მე - ვარ - ერთგული - 1 -2- 3- და ოდე ხალხის...

მე - ვარ - შეშლილი -  და მინდა იყო - ჩემში.

მე -  ვარ - მე  - ალბათ - ვარ კი არა - ვკვდები.



მოდი დავიწყოთ დაბადება ჩემი და შენი

შენ იქნებოდი კვლავ შავტუხა მე კი კვლავ Candy

და განსხვავებით თმები ალბათ მექნება მწვანე,

როგორც თვალბი გახდებოდა ჩემი თმის ფერი....

                                        ქერა თვალები...........
                                        Candy-ს თვალები...............

26.12.2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს