ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცრემლი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2014


ვთხოვდები უსიყვარულოდ

და მე ვთხოვდები უსიყვარულოდ
დღეს მე ვქმნი ოჯახს,
და დაიწყება დროის ათვლა,ტანჯვა ან მოთქმა,
დღეს სამუდამოდ დაიმარხა შენზე ოცნება
აღარ აქვს ფიქრებს უფლებები,აღარც მოთმენა.
დღეს შენს ოჯახში სიმშვიდეა ჩვეული რითმით
აღარც კი ფიქრობ წარსულზე და აღარც იხსენებ,
ჩემთვის კი ეხლა დაიწყება იმაზე ფიქრი
რომ დღეის მერე აღარასდროს ვიფიქრო შენზე.
კიდევ რმდენი წლები გავა ალბათ ვინ იცის,
შენთვის და ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება,
დღეს უნდა ვჯობნო მთელ ჩემს წარსულს შენზე ფიქრებით
დღეის მერე რომ არ დაიწყოს უშენოდ თოვა..
სხვა ვერასოდეს ვერ მიხვდება ჩემში რა ხდება
ყალბი ღიმილით მოტყუვდება მარტივად ყველა
უკვე გადაცდა დროს და აჰა,სხვისი ცოლი ვარ
წლების იმედად გავუყვები ჩემს გზას მორჩილად..................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს