ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: იუმორისტული
4 იანვარი, 2014


რამაზი და თამაზი

ყველა ოჯახის უფროსმა იცის თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ეკონომიურ(ეკონომიურ და არა ეკონომიკურ!) მართვას ოჯახის წინსვლისთვის. აუცილებელია მეტად მკაცრი ეკონომიური ქცევა, რათა ოჯახის შემოსავლებს არ გადააჭარბოს გასავლებმა და არ მივიღოთ ეკონომიკური(ეკონომიკური და არა ეკონომიური!) რეცესია; თუმც ეკონომიასაც აქვს საზღვარი ბატონო.
წარმოგიდგენთ ორი ოჯახის უფროსის საოჯახო ეკონომიის რაციონის მცირე ეპიზოდს(სხვა თანაბარ პირობებში). მაშ ასე გავიცნოთ ბატონები - რამაზი და თამაზი.

ბატონი რამაზი არასოდეს გამოიდებს თავს მისი საოჯახო ეკონომიის ოპტიმალურობაზე, მშვიდად მიუყვება ოჯახის მართვის გზას.ახერხებს ,რომ მისი შემოსავლები მეტი რჩება გასავლებზე.
ბატონი თამაზი თავს გამოიდებს ხოლმე საოჯახო ეკონომიის მართვის ცოდნაში - ამბობს, რომ სულ ზეპირად იცის გრეგორი მენქიუს ეკონომიკის პრინციპები. მიუხედავად ამისა, მუდამ არეული აქვს საოჯახო ეკონომია, მისი გასავლები, ყოველი თვის ბოლოს, აჭარბებს შემოსავლებს, ადგილი აქვს საოჯახო ეკონომიკურ რეცესიას!

ზამთარია. ღამით ტემპერატურა მინუსამდე ეცემა და ყველგან იყინება წყალი.

ბატონი რამაზი ონკანს გახსნილს ტოვებს, გამდინარე წყალს კი ყინვა ვერაფერს აკლებს, მასთან წყალი სულ არის და ქალბატონი დიანაც თბილ წყალში რეცხავს ჭურჭელს.

ბატონი თამაზი კი არ ივიწყებს "საოჯახო ეკონომიის" მკაცრ წესებს, ამბობს ღამით რომ ონკანი მოშვებული დატოვოს წყლის მრიცხველი მეტს აღრიცხავს და ამით მის "ეკონომიურ მენეჯმენტს" საფრთხე დაემუქრება, თან უკვირს ბატონი თამაზის, როგორ არ ერიდება წყლის ფუჭად დინებასო. შედეგად მასთან წყალი იყინება, დასალევ და საჭირო წყალს ქალბატონი ლიანა ყოველ დღე ყიდულობს, ჭურჭელსაც ნაყიდ წყალში რეცხავს(ხელებიც ეყინება, აბა ბატონი თამაზი წყალს გაზზე ხომ არ გაათბობინებს და ამით ზედმეტ გაზს ხომ არ დახარჯავს?!)

რეზიუმე ასეთია: ბატონი თამაზი გაცილებით მეტს იხდის წყლის ყიდვაში, ვიდრე ბატონი რამაზი წყლის მრიცხველის გადასახადს. ქალბატონი დიანა ბედნიერი, ქალბატონი ლიანა კი ნაყიდ წყალში რეცხავს ჭურჭელს(თან ცივში და ხელები ეყინება).

ბატონი თამაზის შემოსავლებს ისევ გასავლები სჭარბობს, უკვირს რატომ არ ამართლებს გრეგორი მენქიუს ცნებები.

ბატონი რამაზის შემოსავლები გასავლებს სჭარბობს, მან სულაც არ იცის ვინ არის გრეგორი მენქიუ!

მორალი: ზედმეტი/არასწორი ეკონომია ზედმეტ ხარჯებს ბადებსო.

(ამ მინიატურის შექმნის იდეა იყო თავად საინტერესო,მაგრამ არ გეტყვით :დ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები