ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2014


არაფერია !

მთვარე თითქოს შემოიჭრას ოთახში,
ვეღარ უძლებს ჩემი მუქი ფარდები,
გადავიტან უძილობით ერთ ღამეს,
ჩავისუნთქე დედამიწის დარდები..
არაუშავს წვიმა თუ არ ჩერდება,
ამდენ ცოდვას დრო ხომ უნდა საღვრელად,
დავიყვირებ რომ სამყარო ბერდება
თუ მოგაწვდენთ ლექსებს გადასაყრელად...
ამ ვარსკვლავებს ნუ დავუშლით ნათებას,
დავაცადოთ სიყვარულს რომ იხაროს,
დააბრალებ ცუდად ყოფნას ანთებას,
ძარღვში ჩუმად ღმერთმა რომ გაგიაროს...
თავს არ მოხრი და გაივლი ამაყად,
ყველა ტყუილს მოიგონებ იმისთვის,
გადაუვლი სინდის ნამუსს, გათელავ...
რომ გჯეროდეს არ გცალია უფლისთისთვის.
თვალებს ვხუჭავთ ყოველ ღამე ძილის წინ,
სანამ გრძნობებს მოედება სინათლე,
მთვარე ფრთხილად ზეცას გადააბიჯებს,
არ დაგირფთხოს მშვიდი ძილის  სინაზე....
არაუშავს გული ვის არ ტკენია,
გადაიტანს კაცი ყველა იარას,
მთავარია სიყვარული შეგეძლოს,
რომ აჯობო ყველა ცოდვის იარაღს…
შ.ნოზაძე 09.19.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები