ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


...

კვლავ მომლოდინე ბინდის მწუხრით მოსილი დავრჩი...
მშვიდად მოხვედი დასაშორებლად, ძალიან მშვიდად
ასე უტეხმა, უთრთოლველმა კარი მიხურე,
"ასე აჯობებს",_ მითხარი და წარსული კვლავ დამიბრუნე.
ხო, ის წარსული...
ჩემში სხივს რომ არ ანათებდი,
არც დილაობით არ მკოცნიდი, არ მეხვეოდი.
სტრიქონებს მხოლოდ შენთვის რომ ვალაგებდი...
სახლსაც...
სულსაც...
ჩვენს სიშორეს კი ვერ განვაგებდი.

შენ გიჟი ხარო, არ გეკუთვნისო ჩEმი სიცოცხლე,
შენ სულ სხვა ხარო, ამ სამყაროს არ ეკუთვნიო,
შენ სულ სხვა ხარო...
დამღალეო,
ვერ გარდაგსახეო,

შეგიყვარეო...

პარადოქსია, ვფიქრობ, თუმცა ხელმოცარული,
ჩემი სიმართლის დამტკიცებას ვეღარ ვახერხებ.
ვიცი, რომ მერე გამიხსენებ და უბედური,
ამ ჩემს სტრიონებს გადახედავ, ალბათ ინანებ.
დაგვიანებით, თუმცა მაინც ვიცი, მიხვდები,
რომ ძალა არ მაქვს მე შენს გარდა ვინმე მიყვარდეს
და
ამ სიმართლის გაგებისას, ალბათ მომძებნი,
შენ ვერ მიხვდები
მაგიდაზე ცარიელ წამლებს,
რომ ის ძალა აქვთ, რაც ჩემს თავში მე ვერ ვიპოვე,
რომ შეუძლიათ აირჩიონ  სუნთქვა-არ სუნთქვა...
რომ შეუძლიათ დაამთავრონ ამაოება,
აღარ დამჭირდეს გარდაუვალი
მომავლის თმენა.

ალბათ მიტირებ, ალბათ ბევრჯერ გაგახსენდები,
ან იქნებ არც კი
მოგერიოს ჩემზე დარდები.
ნუ დამიტირებ, არც წითელი მინდა ვარდები
უბრალოდ თქვი, რომ შენც ოდესმე
შემიყვარებდი....

დღეს კი უშენო და გარედან კვლავ ბედნიერი,
ამ გაბრწყინებულ და უფერულ,
ცივ ახალ წელს ისევ შევხვდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები