 | ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2014 |
ნუ ეჭვიანობ, მე შენი ვარ, გულით ვარ შენი, მერე რა, თუ კი უხმო ფიქრმა ასე ჩაგვძირა, რომ გათენდება, გავემგზავროთ იმ თეთრი გემით და ყველაფერი, მო , დავიწყოთ სულ, სულ თავიდან. ნუ ეჭვიანობ, შენ ხარ ერთი, ვინც მიყვარს გულით, ერთი ხარ, ვისაც შემიძლია ბოლომდე ვენდო, გადმომაწოდე მეწამული გრძნობის აგური და სიყვარულით ამოვავსოთ ეს ჩვენი ეზო. ხვალ უკვე კარებს შემგვიმტვრევს წელი ახალი, ბედნიერების მოლოდინით ავავსოთ თასი, მსურს გავისტუმროთ სიხარულით წელი მრავალი, მოგონებებით აღტაცება არ იყოს ფარსი. ნუ ეჭვიანობ, მე შენი ვარ, გულით ვარ შენი, მერე რა, თუკი უხმო ფიქრმა ასე ჩაგძირა, რომ გათენდება, გავემგზავროთ იმ თეთრი გემით და ყველაფერი, მო, დავიწყოთ სულ, სულ თავიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ლექსი მეათე კლასში ვიყავი, როცა დავწერე. და ჩემს პირველ კრებულშია შესული. მადლობა, ვინც წაიკითხა. ეს ლექსი მეათე კლასში ვიყავი, როცა დავწერე. და ჩემს პირველ კრებულშია შესული. მადლობა, ვინც წაიკითხა.
5. ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
4 იანვარი, 2014
ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
4 იანვარი, 2014
4. მადლობა,კეტ. ლუტეცია, ასევე მადლობა და გამაცინე ცოტა.)) მიგიხვდი, რაც იგულისხმე. ისე ეგ ლექსი მეათე კლასში ვიყავი, რომ დავწერე და ახალმა წელმა გამახსენა. გილოცავთ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა,კეტ. ლუტეცია, ასევე მადლობა და გამაცინე ცოტა.)) მიგიხვდი, რაც იგულისხმე. ისე ეგ ლექსი მეათე კლასში ვიყავი, რომ დავწერე და ახალმა წელმა გამახსენა. გილოცავთ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ.
3. მომეწონა. წარმატებები! მომეწონა. წარმატებები!
2. არ არის ცუდი ლექსი. შენ რომ "ავტორიტეტი" იყო, უკვე რამდენი კომენტარი ექნებოდა ამ ლექსს რამდენიმე სხვა "ავტორიტეტისგან". :) ასეც ხდება. არ არის ცუდი ლექსი. შენ რომ "ავტორიტეტი" იყო, უკვე რამდენი კომენტარი ექნებოდა ამ ლექსს რამდენიმე სხვა "ავტორიტეტისგან". :) ასეც ხდება.
1. წარმატებები 2++ წარმატებები 2++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|