 | ავტორი: ნაბა97 ჟანრი: პროზა 7 იანვარი, 2014 |
სისხლიანი მთვარე!“
საღამოა... • ანა სიბნელის გეშინია? • არა, რატომ მკითხე? • ისე უბრალოდ... • უბრალოდ? • ხო უბრალოდ... • უბრალოდ რომ არაფერს ეკითხებიან ... • კარგი რა , ანა არ შეიძლება უბრალოდ რამე გკითხო? • კი როგორ არა ,მაგრამ ... იცი? ძალიან უცნაური ხარ... • ვიცი . უეცრად ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა ... არცერთი მათგანი ხმას არ იღებდა უბრალოდ ისხდნენ და მთვარეს შესცქეროდნენ ... იმ ღამით ყველაფერი საოცრად დუმდა თვით ზღვის ტალღებიც კი... • ლამაზია არა? • რა? მთვარე? • ხო მთვარე. • რავი... • რავი? ნიკა მართლა უცნაური პიროვნება ხარ .ზოგჯერ შენი მასეთი საქციელის გამო მაშინებ კიდეც... • ანა რაღაც მინდა გითხრა ... • რა? • მეტს ვეღარ შეგხვდები ... • რატომ? • მივდივარ.. • მიდიხარ? • ხო... • და სად მიდიხარ? • აუცილებელი საქმეა მეტს ვერაფერს გეტყვი... • კარგი მაგრამ ...სად მიდიხარ? • მაპატიე მაგრამ ვერაფერს გეტყვი . • კი მაგრამ... • დამიჯერე ანა რაც უფრო ნაკლები გეცოდინება შენთვის მით უკეთესია . • როდის დაბრუნდები ეგ მაინც მითხარი... • არ ვიცი... ალბათ არასოდეს. • შენ ხომ არ გაგიჟდი ნიკა რეებს ბოდავ ?არასოდეს? • მაპატიე... • რა? • უბრალოდ მაპატიე მეტს ვერაფერს გეტყვი ... • ნიკა მაშინებ... • მე უფრო მეტად მეშინია საკუთარი თავის • რა ხდება? რატო მიდიხარ? შენ წასვლა გადაწყვიტე ,ესეიგი რაღაც სერიოზული მოხდა და გთხოვ მითხარი რა? • ანა არ მინდოდა ასე მეცხოვრა... • კარგი რა ნიკა რეებს ამბობ? • შენ მე ვერ მიცნობ ანა... • ვერ გიცნობ? ძალიან მაგარია ესეც ახალი ამბავი ... ნიკა გამოცანებით ნუ მელაპარაკები რა... • ის არა ვარ ვინც შენ გგონივარ და ვისაც ამ წლების განმავლობაში იცნობდი... • აბა ვინა ხარ ნიკა? • ძნელია ამის გაგება ... • კარგი რა ნიკა... იმაზე ძნელი მოსასმენი ნამდვილად არიქნება რასაც ეხლა მეუბნები ... • მეშინია რომ რამეს დაგიშავებენ ... • რა? • მეშინია რომ გიპოვნიან და ... • ვინ ან საერთოდ რა უნდა დამიშავონ? • შენ მათ ვერ იცნობ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები... • ვინები ნიკა ან მე რა შუაში ვარ? • შენ არაფერში ყველაფერში მე ვარ დამნაშავე ეს თამაში მე წამოვიწყე და მევე უნდა დავასრულო... • რა თამაში ნიკა? უკვე ყელში ამომივიდა შენი გაუთავებელი საიდუმლოებები და გამოცანებით ლაპარაკი ... • ვიცი. • იცი?..მხოლოდ მაგის თქმა შეგიძლია? იცი ეხლა მე რას ვგრძნობ? არა რა თქმა უნდა არა,იმიტომ რო შენ ჩემს ადგილას არ ხარ, მოკლედ ნიკა მე წავედი და როცა ყველაფერში გაერკვევი მაშინ ვილაპარაკოთ კარგი? ნიკას ანასთვის არაფერი უთქვამს ,იცოდა რომ სიმართლისდა მიუხედავად მაინც დასრულდებოდა ყველაფერი,ამიტომ დუმილი და წასვლა არჩია . ნიკა იმ ღამით მართლაც გაემგზავრა იმ იმედით, რომ ის თუ წავიდოდა ანას ვეღარაფერს დაუშავებდნენ... • დედა მოვედი როგორა ხარ? • სად იყავი ანა ამდენ ხანს? • ნიკასთან ერთად. • რამდენჯერ უნდა გითხრა მაგ ბიჭთან მეგობრობა შეწყვიტე მეთქი !... • კარგი რა დედა პატარა ბავში აღარა ვარ... • ვიცი ანა, მაგრამ არ მომწონს ეგ ბიჭი ძალიან უცნაურია... • ვიცი დედა მაგრამ ისეთი არარის როგორიც შენ გგონია... • მე არაფერიც არ მგონია და საერთოდ ამიერიდან მაგ ბიჭს აღარ შეხვდები... • აღარ არა ..ვერა... • რა? • რა დედა და - მიემგზავრება... • ძალიან კარგი თუ მიემგზავრება ... • მოდი მოვრჩეთ რა დედა ამ თემაზე საუბარს . მამა სად არის? • სამსახურში ... • და საბა? • თავის ოთახშია , რაღაც წიგნი აიკვიატა და მთელი დღეა კითხულობს. • წიგნი? ტრანსფორმერებით აღარ თამაშობს? • როგორც ჩანს აღარ... • კარგი ავალ ვნახავ რა წიგნს კითხულობს. • საბა? • რა? • რას აკეთებ? • ვკითხულობ... • რას კითხულობ? • ძალიან მაგარი წიგნია... • აბა მითხარი მაგ შენს მაგარ წიგნში რა არის მოთხრობილი? • ერთი ბიჭის ისტორიაა რომელსაც გაიტაცებენ და მოკვლას დაუპირებენ , მაგრამ გადარჩება და შურს იძიებს . • ვაუ! მართლაც საინტერესო უნდა იყოს... • ვიცი. ეხლა გადი კითხვა უნდა გავნაგრძო.. • კარგი მაგრამ ამ პოპკორნსაც თან წავიღებ. • არა! ეგ ჩემია დადე! • უკვე ჩემია... • ვერ გიტან ანა!... • ვერც მე... • ბავშვებო რა ხმაურია? • დედა ვერ ვიტან ანას, ჩემი პოპკორნი წაიღო... • არა უშავს ეხლა შენი ძილის დროა დაწექი დაიძინე... • აუ არა რა დედა გთხოვ წავიკითხავ ბოლომდე რა... • საბა! • ო კარგი. ღამით როცა უკვე ყველას ეძინა ანას ფანჯარაზე კაკუნის ხმა გაისმა .ანას გაეღვიძა... მან ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას ფარდა გაწია და წამით შავ ტანისამოსში გამოწყობილ პიროვნებას მოჰკრა თვალი ,მაგრამ ეს იყო რაღაც წამის მეათედში ... ანამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო რომ ფანჯარას გასისხლიანებული კატა მოეხეთქა ... • ღმერთო ჩემო... შეშინებულმა დაიყვირა... • დედა !გაიღვიძე დედა! • რა მოხვდა ანა რა გაყვირებს? • ფანჯარასთან ...კატა... • რა?... ო ღმერთო რა საშინელებაა... • ეხლავე პოლიციაში დავრეკავ ... • ნიკა!... • რა ნიკა ანა? • მან გამაფრთხილა... • რა გაგაფრთხილა? გარკვევით ილაპარაკე ... • პოლიციაში არ დარეკო... • რა? ხომ ხედავ ვიღაც ჩვენს შეშინებას ცდილობს... • პოლიციაში არ დარეკო! • კარგი დამშვიდდი არ დავრეკავ ... მაგრამ ნიკამ რა გითხრა მითხარი... • გვიპოვეს... თავისთვის ლაპარაკობდა ანა და დედამისს საერთოდ არ უსმენდა . • ანა არ გესმის ჩემი ? რას გეუბნები ? რა გითხრა ნიკამ? • არაფერი , არაფერი... შეშინებული იმეორებდა ... • საბა მამას დაურეკე უთხარი სასწრაფოდ მოვიდეს. • კარგი. • ანა წყალი დალიე და ღრმად ისუნთქე... • ტელეფონი ... ტელეფონი მომეცი ! • რად გინდა ტელეფონი? • ტელეფონი მომეცი მეთქი... ნიკა არ პასუხობს • ნიკა, ნიკა რას გადაყევი მაგ ნიკას?! • მიყვარს... • რა? • მიყვარს... • ანა... • გადი ჩემი ოთახიდან დედა... • კი მაგრამ... • გადი! • კარგი ... ცოტა ხნის შემდეგ სახლში ანას მამა მოვიდა ... • რა ხდება ? როგორა ხართ? • მე არა მიშავს მაგრამ ანა... ის ცუდად არის ... • რა მოხვდა? • ვიღაცამ ანას შეშინება სცადა და მის ფანჯარასთან კატა ჩამოახრჩო... • რა? • ხო ვიღაცა მის შეშინებას ცდილობს... • ეხლა როგორ არის? • არ ვიცი ძალიან შეშინებულია ოთახში ჩაიკეტა და არ მიშვებს ... • კარგი მე ავალ მასთან შენ კი პოლიციაში დარეკე ... • კი მაგრამ მან თქვა რომ... • რასაც გეუბნები ის გააკეთე! • კარგი. • ანა გახსენი მამა კარი ძალიან გთხოვ!...ვიცი შეშინებული დ აღელვებული ხარ ... • გთხოვ გამიხსენი კარი ... ანა მამამისს კარს არ უხსნიდა მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა რომ გაეხსნა... • მამა... უთხრა ანამ მას და ძლიერად ჩაეკრა გულში... • დამშვიდდი ჩემო გოგონა ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება ... მალე პოლიცია მოცა და ყველაფერს გაარკვევს... • პოლიცა? • ხო პოლიცია ჩემო გოგონა , მოდი დაჯექი და დამშვიდდი , კარგი? ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.... რამოდენიმე წუთში პოლიციაც მოვიდა ... პოლიციამ ირგვლივ თითქმის ყველაფერი შეამოწმა... • წინასწარ ვერაფერს გეტყვით ბატონო მერაბ , ექსპერტიზის პასუხს დაელოდეთ ... • დიახ ლეიტენატო... • ახლა კი თქვენის ნებართვით ... უთხრა ლეიტენანტმა მერაბს (ანას მამა) და ანას მიუბრუნდა... • თუ შეგიძლიათ რომ ჩვენება მოგვცეთ? • დიახ, როგორ არა. • კარგით გადმობრძანდით აქეთ ... თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა ღამით? • რათქმა უნდა... დაახლოებით ოთხი იქნებოდა საათი როცა ფანჯარაზე კაკუნი გაისმა ავდექი და გავიხედე ,იქ კი... • ვინმესთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი? ანა წამით შესდგა და უეცრად ... • არა! • დარწმუნებული ხართ? გაუმეორა ლეიტენანტმა. • დიახ სავსებით უთხრა ანამ ... ის ღამე ანამ თეთრად გაათია და სულ ნიკას ნათქვამზე ფიქრობდა . დილით მან ნიკას სახლში მივიდა , მაგრამ ნიკა იქ არ დახვდა. სახლი კი საშინლად არეული იყო და რაც თუ რამ იყო ყველაფრი ძირს ეყარა . ანას ეგონა რომ ნიკა გაიტაცეს ... დღეები გადიოდ ნიკასგან კი არაფერი ისმოდა ...ანა დეპრესიაში ჩავარდა... ანას მღელვარება დღითი დღე მატულობდა, ღამე დღედ იქცა მის ცხოვრებაში ...მის თვალებში ყველაფერმა ხიბლი დაკარგა განა ასე არ არის როცა საყვარელ ადამიანს კარგავ? ანამ ყველაფერი სცადა რომ გაერკვია თუ სად იყო ნიკა, მაგრამ ამაოდ მისი ყოველი ცდა კრახით სრულდებოდა... ანას ნიკა უზომოდ ენატრებოდა ... მაგრამ დროს ... ამ დაწყევლილ დროს მაინც თავისი გაჰქონდა და ანას გონებაში ნიკაზე ფიქრი თანდათან ბინდდებოდა ... გავიდა დრო ანას ცხოვრება შეიცვალა , მან ახლიდან დაიწყო ყველაფერი , ვერ ვიტყვით რომ წარსული დაივიწყა მაგრამ ვერც იმას ვიტყვით რომ წარსულით ცხოვრობდა... ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში წარსულის მოგონებამ იჩინა თავი ... მას უცნობბმა პირმა პატარა ყუთით საჩუქარი მოუტანა .... საჩუქარში სურათები და კონვერტი იყო , სურათებზე ასახული იყო ნიკას წამების ფაქტები წერილში კი მითითება თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ანა წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკას მოკლავდნენ... • ეს რა არის? ანამ კონვერტი ამოიღო და გახსნა ... • „დღეს ქუჩის ბოლოს, გარე უბანში ,მიტოვებულ სახლთან , მარტო მოხვალ, წინააღმდეგ შემთხვევასი ნიკა მოკვდება!...“ ანას თავზარი დაეცა ... • ღმერთო ! ნიკა... ის გატაცებული ყავთ ... ანამ იმ მომენტში კონცენტრაციის უნარი დაკარგა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ერთადერთი რაც იმ მომენტისთვის თავში მოუვიდა ნიკასა და მის საუკეთესო მეგობარზე დარეკვა იყო ... • ალო გიო!... • გისმენ ანა ... • სასწრაფოდ ჩემთან სახლში უნდა მოხვიდე... • რა მოხვდა ანა აღელვებული ხარ? • ტელეფონით ვერაფერს აგიხსნი, გთხოვ მოდი ... • კარგი ანა დამშვიდდი რამოდენიმე წუთში მანდ ვიქნები... მართლაც რამოდენიმე წუთის შემდეგ გიო ანას სახლში იყო . • რა მოხდა ანა? • ნიკა... ის გატაცებული ჰყავთ... • რა? • ისინი ითხოვენ რომ დღეს ქუჩის ბოლოს გარეუბანში მიტოვებული სახლი რომ არის იქ მივიდე ... წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკას მოკვლავენ... • დამშვიდდი ანა და კონცენტრაცია მოიკრიბე კარგი? ეხლა დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის უფლება რა გვაქვს... • ვიცი გიო მაგრამ... • ერთადერთი გამოსავალი პოლიციაში განცხადებაა... • არა პოლიციაში არა , არავითარ შემთხვევაში! • კი მაგრამ... • პოლიციაში თუ განვაცხადებთ ნიკას მოკლავენ ... მის სიცოცხლეს კი სასწორზე ვერ შევაგდებ ... • კარგი მაშინ მეც თან გამოგყვები... • არა გიო მათ თქვეს რომ მარტო უნდა მივიდე... • მესმის ანა შენი ,მაგრამ მარტო არ გაგიშვებ ... ვერ ხვდები რომ ნიკათი ცდილობენ შენს მანიპულირებას? • ვიცი გიო მაგრამ ნიკას გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი... • მეც მოგყვები! • მაპატიე გიო მაგრამ არ შემიძლია... • კი მაგრამ... • არა გიო ... საღამოს ანა უკვე მზად იყო მან არ იცოდა თუ რა ელოდა რა მოხდებოდა მაშინ როდესაც ის იქ მივიდოდა და საერთოდ დაბრუნდებოდა თუ არა ცოცხალი... მაგრამ ნიკას სიყვარული უფრო ძლიერი იყო ვიდრე სხვა დანარჩენი... დათქმულ დროზე ანა დანიშნულ ადგილზე იყო. უეცრად ტელეფონში ანას შეტყობინება მოუვიდა „ სახლში შემოდი !“ ანა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სახლის კარებს ... სახელური ჩამოწია და სახლში შევიდა ... სახლში ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა ირგვლივ კი საშინელი წყვდიადი იყო ... ანას გული გამალებით ძგერდა ... • მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა , წმინდა იყოს სახელი შენი... ანა შეშინებული ხმით ჩურჩულებდა ....უეცრად კი წყვდიადიდან მოულოდნელი გაისმა ხმა • იყოს კურთხევა შენი... რასაც შემდგომ არაბუნებრივი სიცილი მოჰყვა... ანა შეკრთა შიშისგან ფეხები მოეკვეთა და აკანკალებული ხმით დაიყვირა • ვინ ხართ? რასაც უფრო ხმამაღალი სიცილი მოჰყვა ... • ვინ ხართ ? გაიმეორა ანამ. • ნიკა სად არის? • ნიკა, ნიკა... გაიმეორა უცნობბმა ... რის შემდეგ უეცრად ის საშინელი წყვდიადი განათდა და ანამ დაინახა მის წინ მდგომი შავ ტანსაცმელში გამოწყობული პიროვნება რომელიც ერთი შეხედვით იმ ტიპს ჰგავდა, რომელსაც იმ ღამით მოჰკრა თვალი ... • ნიკა... ისევ გაიმეორა უცნობბმა და ირონიულად ჩაიცინა ... • სად გყავთ ნიკა?! • ტონი შეცვალე ლამაზო თორე შენი ენის ხელში დაჭერა მოგიწევს... • სად არის ნიკა?! გაიმეორა ანამ ... • როგორ ჩანს შენსას არ იშლი კარგი ... დააბით! უთხრა უცნობბმა თავის გვერდით მდგომ ორ ახმახ პიროვნებას. • ხელი გამიშვით ! ყვიროდა ანა... როცა ანა სკამზე მიამაგრეს უცნობბმა განაგრძო... • ეხლა უკვე შეგვიძლია მშვიდად ვილაპარაკოთ ანა! • ჩემი სახელი საიდან იცით? • შენ ვერც კი წარმოიდგენ შენზე რამდენი რამ ვიცი , თან იცი შენს შესახებ ვინ მაწვდიდა ინფორმავიას? ანას არაფერი უთქვამს • როგორც ვხედავ ენა გადაყლაპე ირონიულად წარმოთქვა უცნობმა და ეგოისტურად ჩაიცინა... • სარკეში არასოდეს ჩაგიხედიათ როცა იცინით? უხეში იუმორით მიმართა ანამ... უცნობი წამით შესდგა სახეზე საშინელმა რისხვამ გადაჰკრა ,მაგრამ თავის დამორჩილება მაინც შეძლო და ისევ მშვიდად განაგრძო. • ვხედავ შენსას არ იშლი ძალიან ცუდი , ეხლა რასაც გაიგებ შენთვისს საშინელი მოსასმენი იქნება დამიჯერე , რის შემდეგაც არა მგონია იუმორის თავი გქონდეს... • ნიკა სად გყავთ? ისევ დაუსვა კითხვა ანამ. • ნიკა ... ნიკაზე ნუ ღელავ ანა ის ჩვენთანაა ,თანაც თავს კარგად გრძნობს თავისიანებთან... • რა? • ხო ანა, ნიკა ჩვენი მაფიის წევრი იყო , სწორედ ის მაწვდიდა შენ შესახებ ინფორმაციას, სამწუხაროდ ბოლოს გრძნობებს აჰყვა და თავისი დავალება არ შეასრულა ბოლომდე... • რა დავალება? • მას შენი მოკვლა ქონდა ნაბრზანები... • ჩემი მოკვლა? • რამე არასწორად გაიგე? შენი მოკვლა.. გინდა დაგიმარცვლო? • ჩემი მოკვლა რატომ გინდათ? • გრძელი ამბავია... გინდა მოგიყვე? ... ანას არაფერი უთქვამს, მაგრამ ბოსმა მაინც დაიწყო. • დიდი ხნის წინ მამაშენი პოლიციელი იყო .სწორედ მაშინ აგვიყვანეს მე ჩემი შვილი და რამოდენიმე ჩემი მეგობარი, სამწუხაროდ ჩემმა შვილმა გაქცევა სცადა მამაშენმა კი ორი ტყვია ისე დაახალა თვალიც კი არ დაუხამხამებია, უფრო მეტიც,დაჭრილი რომ დაეცა მისი გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა,თუმცა იგი დაჭრილს გაუთავებელი ურტყამდა მანამ ჩემმა შვილმა სამუდამოდა არ განუტევა სული .... ჩემმა შვილმა ჩემს თვალწინ დალია სული , მე კი მასთან მიახლოების საშუალებაც კი არ მომცეს ... სწორედ მაშინ დავიფიცე რომ მამაშენზე შურს ვიძიებდი ... • ვწუხვარ... • მოკეტე! შენთვის არ მითხოვია შვილის დაკარგვა თანამიგრძენი მეთქი ... • თქვენს შვილს განა ჩემი მოკვლით დაიბრუნებთ? • არა რათქმაუნდა არა მაგრამ მამაშენს ხომ გავამწარებ ამით? • და ეს შვებას მოკიტანთ? უცნობს არაფერი უთქვამს ანასთვის... • მანქანაში ჩასვით ! ანას პირი აუკრეს და გარეთ გაიყვანეს ... • ანას თავი დაანებეთ ! • ნახეთ, ნახეთ, ნახეთ დაუპატიჯებელი სტუმარიც გვწვევია... • გიო? ძლივს წარმოთქვა ანამ... • ანას თავი დაანებეთ ! • მოკალით ! • არა ! დაიყვირა ანამ, რასაც პისტოლეტის გასროლის ხმა მოჰყვა , რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა გიოსგან,სროლის ხმა რამდენჯერმე განმეორდა... და გიო უგონოდ დაეცა ძირს ... • წავედით ! ჩქარა!.. • გიო ! ღმერთო გიო ... • მოკეტე შენი გოდების თავი არ მაქვს ! • მკვლელო! • ეგ თავიდან გეფიქრა სანამ რამეს ეტყოდი... ჩასვით მანქანაში... • ბოს ! ეს რა ვქნათ? ანიშნა გორილამ ბოსს მისმა ერთერთმა ძაღლივით ერთგულმა მცველმა დაჭრილ პადელნიკზე. • მკვდარია? გორილამ პულსი გაუსინჯა დაჭრილს... • არა ბოსს...მაგრამ ღრმად არის დაჯრილი.. • მოკალი ! • კი მაგრამ ... • მოკალი! • დიახ ბოსს! გორილამ რამოდენიმე ტყვია დაახალა დაჭრილს ,რომელიც არაბუნებრივ პოზაში გაშეშდა... • წავედით ! უთხრა ბოსმა გორილას და მანქანაში ჩასხდნენ ... რამოდენიმე წამში ისინი მოსახვევში მიიმალნენ ... დილით დანაშაულის ადგილას უკვე პოლიცია იყო მისული რომლებიც დანაშაულის ადგილს ამოწმებდნენ... • დანაშაულის ადგილას ორი ადამიანი იქნა აღმოჩენილი ლეიტენატო სამწუხაროდ ერთ ერთი მათგანი მკვდარია მეორე კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. • სამხილები თუ არის დანაშაულის ადგილას აღმოჩენილი? • დიახ, Colt Government /M 1911 მარკის პისტოლეტი ეს პისტოლეტი 45 კალიბრიანია მისი წონა კი 1075 გრამს წარმოადგენს და მეორე 375 კალიბრიანი ეგრედ წოდებული Desert Eagle პისტოლეტი გარდა ამისა აღმოჩენილი იქნა მობილური ტელეფონი რომლის პატრონის ვინაობის დადგენა ხდება . • ანაბეჭდები თუ იქნა აღმოჩენილი? • მობილურ ტელეფონზე და Colt Government სახის პისტოლეტზე კი, ხოლო Desert Eagle სახის პისტოლეტზე დაქტილოსკოპიური კვალი არ ჩანს. • გასაგებია ოფიცერო, თავისუფალი ხართ! მაშინ როდესაც პოლიცია დანაშაულს იძიებდა ანას ოჯახის წევრები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ... მაგრამ ანას ვერსად პოულობდნენ მეორე დღე იწურებოდა რაც ანა გაუჩინარებული იყო. საღამოს კი ... კარებზე ზარი გაისმა , ანას დედამ ( მარია) კარები გახსნა და დაინახა რამოდენიმე პოლიციელი. • გამარჯობათ ქალბატონო ! ჩვენ პოლიციიდან გაწუხებთ გამომძიებელი ბექა მავნელიშვილი და ლეიტენატი ლუკა სარაჯიშვილი . • შემობრძანდით ! • დიდ დროს არ წაგართმევთ ... • გისმენთ ... • ხომ არ გეცნობათ ეს მობილური ტელეფონი? • ეს , ეს ხომ ჩემი გოგონას ტელეფონია მაგრამ თქვენ საიდან... • ეს მობილური დანაშაულის ადგილას იქნა აღმოჩენილი ... • კი მაგრამ როგორ ? ... • შეგიძლიათ გვითხრათ სად არის თქვენი შვილი? • მეორე დღეა რაც არ გამოჩენილა . ყველგან ვეძებეთ მაგრამ ამაოდ მამამისმა გადაწყვიტა პოლიციაში განეცხადებინა და წავიდა ... და ეს ტელეფონი სად იპოვეთ? • გამთენიისას დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მკვლელობა მოხვდა ... ეს ტელეფონი კი დანაშაულის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. • ო, არა ჩემი შვილი. • დამშვიდდით და გვიპასუხეთ ვინმე გიორგი გველგესელიანს თუ იცნობთ ? • გიოს? კი როგორ არა ჩემი გოგონას მეგობარია. რა მოხდა? • დანაშაულის ადგილას დაჭრილი ვიპოვეთ ... • ო , ღმერთო. • კარგით დამშვიდდით ყველაფერს პოლიცია მიხედავს და თქვენ შვილსაც უვნებელს დაგიბრუნებთ... პოლიციელების წასვლის შემდეგ მარიამ მერაბს დაურეკა და ყველაფერი უამბო ანას მამას თავზარი დაეცა ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო... მაშინ როცა ანას მთელი პოლიცია ეძებდა ის ბოსს სარდაფში ჰყავდა დამწყვრეული... ნიკამ ანას მოტაცებაზე არაფერი იცოდა ეს ყველაფერი კი ბოსის სტუმრობისას გაიგო... • გამარჩობა ნიკუშ! ნიკას არაფერი უთქვამს და საერთოდ ზედაც კი არ შეუხედია • რა იყო ჩემზე გაბრაზებული ხარ ხმას რატო არ მცემ ? არა და რა კარგი ამბავი მაქვს შენთვის... • წადი შენი... • ნუ იღრინები ბიჭო! • რა გინდა?! • ახალი ამბავი მაქვს მეთქი ხო გითხარი? • რა ამბავი? • იცი ვინ მყავს დაჭერილი გალიაში? ანა... • რა ? • ხო ნიკუშ ანა. • ოხ შენი ... • გაიწია ნიკა,მაგრამ ზურგიდან უცაბედმა ძლირმა დარტყმამ იგი ძირს დააგდო და გაითიშა.. • რაო ნიკუშ ,ხომ ხედავ ძაღლივით ხარ დაბმული კიდევ იღრინები?... • ანა გაუშვი ! • გავუშვა? შენ ხო არ გაფრინე? აღარ გახსოვს რა გიბრძანე? • გაუშვი მეთქი! • ტონი შეარჩიე ნიკუშ თორე საიქიოს გზას მიგაბრძანებთ შენც და შენს ანასაც. • გაუშვი!... • არა ნიკუშ შანსი არაა ... • მოგკლავ... • შენ ?..როგორ ნიკუშ როგორ შეძლებ ამას? კარგი წავედი და ბევრი არ იღრინო! • მიწიდან ამოგთხრი ნაბიჭვარო !... მაშინ როცა ნიკამ გაიგო რომ ანა ბოსს ჰყავს, ერთადერთი სურვილის მეტი არაფერი გააჩნდა, ის, რომ იქედან როგორმე უნდა გაქცეულიყო ... დღეები დღეებს მისდევდა ანას შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა გიო კომაში იყო პოლიცია ანას ვერ პოულობდა ... ანას მშობლები ლამის გაგიჟებას იყვნენ მისულები. ანა კი სარდაფში გამომწყვრეული ყველაფრისდა მიუხედავად ნიკას ნახვის მეტზე არაფერს ნატრობდა. მაშინ როცა ბოსი ძალიან იყო დაკავებული ნარკო საქმეებით ნიკამ გადაწყვიტა გაქცეულიყო ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო მაშინ როდესაც ბოსი და მისი მცველები გასულები იყვნენ ნიკამ გადაწყვიტა გაერისკა . ეს კი მოსახერხებელი მომენტი იყო თავის დასახწევად რადგანაც მას მხოლოდ ორი მცველი ცავდა. ნიკამ გაითამაშა თითქოს და გონება დაკარგა მცველის მიახლოებაზე მან მოულოდნელად წაართვა პისტოლეტი და შუბლში დააჭედა ტყვია პისტოლეტის ხმის გაგონებაზე მეორე მცველი შევარდა ოთახში მან ნიკას დაუმიზნა იარაღი და ჩახმახს გამოკრა ხელი ტყვიამ ნიკას ყურთან ჩაუქროლა .მეორე გასროლა მცველმა ვეღარ მოასწრო , ნიკას გასროლილმა ტყვიამ პირდაპირ მხარში გაუარა ... მცველი ძირს დავარდა ამით ნიკამ ისარგებლა და გაქცევა სცადა , მაგრამ სანამ ნიკა ოთახიდან გავიდოდა მოულოდნელად იგრიალა იარაღმა , რომელიც დაჭრილმა მცველმა გაისროლა და ნიკა მხარში დაიჭრა ... წამით წატორტმანდა ნიკა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო. საღამოს როცა ბოსი შინ მივიდა ძალიან ცუდი ამბავი დახვდა ... • ბოს ნიკა გაიქცა! • რა? • ნიკა გაიქცა! • თქვე არამზადებო ! არაფრის მაქნისებო ! როგორ გაგექცათ ნიკა? სად არიან მცველები? • ერთი მოკვდა მეორე მხარშია დაჭრილი... • აქ მოათრიე ... • კი მაგრამ... • აქ მოათრიე მეთქი ! • დიახ ბოსს! გორილამ მხარში დაჭრილი მცველი ძლივს ძლივობით შეიყვანა ბოსთან ... • ბოსს... • მოკეტე დეგენერატო შენს გამო ნიკა გაიქცა ... • მაპატიეთ... • გორილა პისტოლეტი მომეცი! • არა გთხოვთ... მცველს სიტყვაც კი არ ქონდა დასრულებული რომ პისტოლეტმა იგრიალა . მცველი ძირს დავარდა და მოიკრუნცხა... • მოაშორეთ ეს ლეში აქედან! შემდეგ ბოსი გააფრთებული მივარდა ანას საკანთან და ანას თმებში წვდა.. • აა..ხელი გამიშვი! • ის ძაღლი გაიქცა და ყველაფერი შენი ბრალია ... • ნიკა? • ხო ნიკა ! გაგიხარდა? ანას არაფერი უთქვამ ბოსისთვის • მიწიდან ამოვიღებ და მაინც ვიპოვი ... წაილუღლუღა თავისთვის და შემდეგ გორილას მიუბრუნდა • გორილა მანქანაში გადაიყვანე მივდივართ! • დიახ ბოსს! • სად მივდივართ ? • ეგ შენი საქმე არ არის! ნიკამ გაქცევის შემდეგ მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი . ის იმდენად ძლიერად იყო დაჭრილი რომ ადგომის თავიც კი არ ქონდა. და რომ არა ზაზა ალბათ მოკვდებოდა კიდეც... მიუხედავად ყოველგვარი ტკივილისა ნიკას ანაზე ფიქრი წამითაც კი არ შორდებოდა ის გამოჯამთელებას ელოდა რომ ანას მოსაძებნად წასულიყო მან იცოდა ,რომ ბოსი ანას კოზირად გამოიყენებდა და ისიც ძალიან კარგად იცოდა რომ ანას არაფერს არ დაუშავებდა მანამ სანამ მას ხელში არ ჩაიგდებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წერტილების იდეა მომეწონა წერტილების იდეა მომეწონა
1. ალბათ გაგრძელება იქნება. საინტერესოა სიუჟეტი. თუმცა ხარვეზები ნამდვილად იყო. ცოტა ხელის შევლება არ აწყენდა. ველი გაგრძელებას. იმედია უფრო გამართული იქნება. წარმატებები ავტორს! ალბათ გაგრძელება იქნება. საინტერესოა სიუჟეტი. თუმცა ხარვეზები ნამდვილად იყო. ცოტა ხელის შევლება არ აწყენდა. ველი გაგრძელებას. იმედია უფრო გამართული იქნება. წარმატებები ავტორს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|