ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2014


მლაშე ლიმონი

-კაცი რომ ყველაფერს მოერიდო, სევდისგან გაიგუდები.
-ეგ მართალია, მაგრამ არსებობს რარაც ჩარჩო, რომელშიც კეთილი უნდა ინებო და ჩაჯდე...
-არსად ჩაჯდომას მე არ ვაპირებ. კაცი სულ უნდა მოძრაობდეს და ძიგძიგებდესო, ხო გაგიგია?! ხან ალთას იყოს და ხან ბალთას. აი, მე, როცა მომინდება პატისაცემი ვიქნები, როცა მომინდება, პატივცემული, სასურველი სასიძო, პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა...და თუ ესენი არ მომინდება, ბომჟი და ავანტიურისტი! დღეს პლატონის სათნოებებით ვიქნები გაჟღენთილი, ხვალ მარიხუანას ღრუბლებით. დამიჯერე, ეს არ იქნება ცუდი, არც სულისა და, არც ხორცისა ჩემისათვის. ეს სიცოცხლეა! ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს ძებნა სჭირდება და არა დამსახურება, ჩემო ნიკო. თვითონ განსაჯე, ვის აქვს ის და იმდენი, რასაც იმსახურებს? ადამიანის ჯიბე,გული და გონება იმდენს დაიტევს, რამდენსაც მოძებნის, იპოვის,მოიპოვებს.
-და მიითვისებს, არა?!
-ო, არა! ეგ არ მითქვამს. კარმა ოხერია - რიკოშეტივით მოგიბრუნებს და უფრო სწრაფად კიდევ წაგართმევს.
-ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ დაგრჩება ზუსტად ის, რასაც იმსახურებ, ხომ ასეა?!
-არა. ეს ნიშნავს, რომ შენ დარჩები იმის ამარა, რაც თავიდანვე გქონდა დამემკვიდრებული. ჰაჰაჰა! ჯანდაბამ ძალიან კი გავფილოსოფოსდით, ჰა?!
-ხო, გვეყოფა. მიდი, დაახსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები