 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2014 |
გუგუნებს,დღესაც ხომ გუგუნებს ენგური. დღესაც, ხომ მგლის ყმულილს ბანს აძლევს შხარა. მე წარსულს პატარა ბავშვივით ვემდური და მაინც მიყვარხარ,შევრიგდეთ,კმარა. ვმერით და ვლექსაობთ,მუდამ ამაყები. შენზე ვუმღერივართ სვანები ლილეს. დაღლილან ლოდინით,ჩვენი სამარხები, სიკვდილიც გვაცინებს,თეთნულდის შვილებს. ნისლია,ხვალ ალბათ იქნება ავდარი, მაგ წვიმამ,იქნებ კიდეც გაგვახელოს. შენ ნუ გეშინია,სვანი თავს არ დახრის, სვანების ნამუსი ხარ საქართველო. შრიალებ,ქართულად,ამაყად შრიალებს, გოლდაშში,სგიმერში,ნალიშში მუხა. დღეს მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს, ჩვენ წაღმა ვიბრუნებთ,დამფრთხალი ნუ ხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლუმზურეული შვანიაი ღვაჟარ, ლუჭათული შვანიაი ამხვარ :D
5 ლუმზურეული შვანიაი ღვაჟარ, ლუჭათული შვანიაი ამხვარ :D
5
4. რადგან დედა სვანი მყავდა, მეც ვუერთდები ამ ლამაზ სიმღერას. იცოცხლეთ! რადგან დედა სვანი მყავდა, მეც ვუერთდები ამ ლამაზ სიმღერას. იცოცხლეთ!
3. გენაცვალე მუხბე! გენაცვალე მუხბე!
1. ვაა...ყოჩაღ ავტორო.როგორ მიყვარს პატრიოტული ლექსები.შენ გაიხარე როგორ მესიამოვნა.რა კარგია რა კარგიი.ემოციების მოზღვავება ვიგრძენი. საცოდავი ++ ჩემგან რადგან მეტის უფლება არ მაქვს მაგრამ გულით გიწერთ,ქართული,სამშობლოზე შეყვარებული გულით<3<3 ვაა...ყოჩაღ ავტორო.როგორ მიყვარს პატრიოტული ლექსები.შენ გაიხარე როგორ მესიამოვნა.რა კარგია რა კარგიი.ემოციების მოზღვავება ვიგრძენი. საცოდავი ++ ჩემგან რადგან მეტის უფლება არ მაქვს მაგრამ გულით გიწერთ,ქართული,სამშობლოზე შეყვარებული გულით<3<3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|