ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2014


"მარშუტკის" სტროფები.(ხშირად ყველაზე ძვირფასი)

უშენოდ დარჩენილს, ვნება თუ ამიტანს,
გახსოვდეს! მე შენთვის პატარა ნავი მყავს,
ჩავსხდებით ერთად და ნიავი წაგვიყვანს,
იქ, სადაც ჩემს მეტი არავინ არ გიყვარს!
...
სახლამდე მიმაქვს საღამო, ბინდი
კარებთან ვტოვებ დღევანდელ ცოდვებს,
ოცნება მუქი, რითმები მშვიდი,
ფურცელზე ვიწერ მტკივნეულ ბოდვებს.
...
სული უფრო შეკვეცილი, გადაჭრილი ფრთები,
ზეცას მიახლოვებული, გადახსნამდე ვენის,
დახუჭული თვალები და მოლოდნი ღმერთის,
წამი გადაგვარებამდე და სურვილი ფრენის!!
...
ახლა რომ იცოდე როგორ მენატრები,
მთვარეც შეიშალა, ზეცას ეფარება,
ფიქრში აუტანელ სევდას ვემალები,
გულში სიძულვილი წვეთად მეპარება..!

...
რომ ახლა მეტად ჩემია და გულის ტკივილი,
სულზე რელსებად დაგებული უსასრულობა.
მომბეზრდა ასე გახელილი თვალებით ძილი,
ნერვის შენახვა და ფიქრების შეწირულობა.

...
ცურვა აღარ გინდათ, ახლა უწყოლბაა...
ჩვენთან დაჩხეხილი, ხტუნავს ვენები და
ზეცას ვერ მიწვდები, არეულობაა....
გადაგასახლებენ შენი ფიქრებიდან.

ხოდა მოფარე ტანზე სიხარული,
რაც კი შეგიძლია, თუკი შეგიძლია,
გეტყვი! წარსულია, ის დრო აღარა....
ჩვენთან ბოროტებამ, უკვე კეთილს სძლია!

...
ახლა გიმზერ უიმედო თვალებით, ზეცა ჩემთან ისე ახლოს მოვიდა,
დაღლილი მაქვს სულის ყველა ნაბიჯი, დამითვალე გუნდის თითო თოვლი და
შემაციებს შარშანდელი სიტყვები, ღიმილისგან შემომეხსნა საყელო,
წუხელ ძილში გამითავდა აზრები, მგონი უკვე აღარა ხარ სათქმელო...
(შ.ნოზაძე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები