 | ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2014 |
იდგე ტაძარში, აქ, უფლის სახლში და თავი იგრძნო გარიყულ კაცად, ვერვინ ამჩნევდეს, რომ ამბობ გულში: ნეტა რად შემქმნა ღმერთმა თვისხატად?
ალბათ, ცოდვაა ასე რომ ვფიქრობ, ახლა ხომ უნდა ვეძებდე სხვა გზებს, უნდა ვფიქრობდე სულის დახსნაზე, უნდა მჯეროდეს არ ცვლის დრო აზრებს.
მაგრამ ძნელია, როცა ვერ ჰპოვებ უფლის ტაძარშიც სულის სიმშვიდეს, უყურებ ხატებს, მაცხოვრის სახეს და მაინც გულს ვეღარ იმშვიდებ.
ასე გგონია დამთავრდა უკვე შენი ცხოვრების ის ერთი წამი, რომელიც გერგო კარგო ამ ქვეყნად და შენ ჩაკალი სულ ერთი რამით,
დაგავიწყდა, რომ არსებობს ღმერთი და სულის შველას უნდა ეძიო, უნდა იარო აქ, უფლის სახლში, რომ მარტოობა აღარ გეწვიოს . . .
გახსოვდეს ქვეყნად, რომ არის ღმერთი და რომ ის არის ყველა ჩვენგანში, დავიმხსოვროთ ერთია მრწამსი, ყველას მოგვიწევს წასვლა ზეცაში.
სწორედ ამიტომ გზები გავკაფოთ, ეკლესიაში ღამეც ვათიოთ. ჩვენი ცხოვრება კი არ დავძრახოთ, ან კიდევ ძალით კი არ ვათრიოთ,
არამედ წინსვლა ვისწავლოთ სწორად, ჩვენში არ ჩავკლათ უფლისა რწმენა, დავიჩოქოთ და უფალს შევთხოვოთ, რომ არასოდეს წაგვართვას სმენა.
მივსდიოთ ტაძრის ულევ ბილიკებს, აუცილებლად მივალთ ტაძარში, და თუ კი სმენა გვექნება უფლის არ დავიღლებით მის გამოცდაში.
წუთისოფელი ცვალებადია. . . ამავდროულად ადამიანიც . . . ხშირად ვივიწყებთ, რა გვინდა აქ და ვინ არის მართლაც ადამიანი . . .
ტაძარში მდგომმა ბევრი ვიფიქრე, წმინდა სანთლებიც კი დაიფერფლენ. ირგვლივ სულ ყველა გაქრა . . . წავიდა, ჩემი ფიქრებიც კვლავ ჩაიფერფლენ.
ადამიანი – სამყაროს განძი, ტაძრის სახე და უფლისა ხატი, მე დავინახე ღვთის სასწაული, თვალწინ დამიდგა უფლის ნახატი.
იქ დავინახე ჩემი ცხოვრება, თურმე რა გზები უნდა გამევლო, გადამეხვია თურმე გზებიდან, და მე ამ გზებით არ უნდა მევლო.
მაგრამ მადლობა მაინც, უფალო აქ, შენამდე, რომ ამომიყვანე. ერთი თხოვნა მაქვს: თუ ვერ შევძელი მე ეს ცხოვრება, თან წამიყვანე. 17/11/2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დარე გოგაშვილი : ))) მადლობააა დარე გოგაშვილი : ))) მადლობააა
12. "ერთი თხოვნა მაქვს: თუ ვერ შევძელი მე ეს ცხოვრება, თან წამიყვანე" თითქოს ჩემი სათქმელი თქვით. წარმატებები! "ერთი თხოვნა მაქვს: თუ ვერ შევძელი მე ეს ცხოვრება, თან წამიყვანე" თითქოს ჩემი სათქმელი თქვით. წარმატებები!
11. ეგ თასავისთავად... მაგრამ ხანდახან დროს მოაქვს ასეთი განწყობაა (( ეგ თასავისთავად... მაგრამ ხანდახან დროს მოაქვს ასეთი განწყობაა ((
10. ჯერ ადრეა წასვლა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს... გფარავდეს უფალი. ჯერ ადრეა წასვლა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს... გფარავდეს უფალი.
9. თეო წიკლაური - მადლობა გაიხარე ჩემო კარგოო . . . არ ვაქცევ ყურადღებას თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ,მიყვარს კრიტიკაც და შენიშვნაც , მერე რაა მთავარია მე ჩემი სათქმელი ვთქვი . . . წარმატებებიიი ასევე თქვეეენც )) თეო წიკლაური - მადლობა გაიხარე ჩემო კარგოო . . . არ ვაქცევ ყურადღებას თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ,მიყვარს კრიტიკაც და შენიშვნაც , მერე რაა მთავარია მე ჩემი სათქმელი ვთქვი . . . წარმატებებიიი ასევე თქვეეენც ))
8. ლ_ი_ა_კ_ო.ვინც რა უნდა დაგიწეროს ნუ მიაქცევ ყურადღებას. შენ უფრო მეტი და მეტი წერე:) მე მომეწონა საინტერესო შინაარსის ლექსია.წარმატებები:)++ ლ_ი_ა_კ_ო.ვინც რა უნდა დაგიწეროს ნუ მიაქცევ ყურადღებას. შენ უფრო მეტი და მეტი წერე:) მე მომეწონა საინტერესო შინაარსის ლექსია.წარმატებები:)++
7. ჩიკო1 თემური57 . . . უღრმესი მადლობა გაიხარეთ )) ჩიკო1 თემური57 . . . უღრმესი მადლობა გაიხარეთ ))
6. დავით ჯიმშიაშვილი ისეთივე სუსტია თვით ეს ლექსი, როგორც ეგ სარითმო წყვილი . . . მადლობააა . . . უფალს ებარებოდეთ დავით ჯიმშიაშვილი ისეთივე სუსტია თვით ეს ლექსი, როგორც ეგ სარითმო წყვილი . . . მადლობააა . . . უფალს ებარებოდეთ
5. მექანიკური ფორთოხალი ეს ლექსი სწორედ ჩემი ცხოვრების ყველაზე აფორიაქებული ეპიზოდის ნაწილია (( მექანიკური ფორთოხალი ეს ლექსი სწორედ ჩემი ცხოვრების ყველაზე აფორიაქებული ეპიზოდის ნაწილია ((
4. ძაან მომეწონა ბრავო ძაან მომეწონა ბრავო
3. საინტერესო მოსაზრებებია. საინტერესო მოსაზრებებია.
2. იმშვიდებ-სიმშვიდეს--ეს სარითმო წყვილი სუსტია ეს ლიაკო, ღმერთი შეგეწიოს ++ იმშვიდებ-სიმშვიდეს--ეს სარითმო წყვილი სუსტია ეს ლიაკო, ღმერთი შეგეწიოს ++
1. ძალიან აფორიაქებული და ანერვიულებული ლექსია,
მე ასეთები არ მომწონს თორე ისე რას უჭირს... ძალიან აფორიაქებული და ანერვიულებული ლექსია,
მე ასეთები არ მომწონს თორე ისე რას უჭირს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|