საზღვრებს იქით მომდგარ ცრემლებს დავიწყებულ რუსთაველს, დაჭრილ, დაშლილ სამშობლოზე შეწუხებულ ხევისბერს ჩვენს ცალხელა დიდოსტატს და თავ დადებულ თევდორეს ვერ აგემეს დამარცხება, ვერც სული წაუბილწეს. შემოტეულ უწმინდობას, ჩვენი რწმენა ვაგემეთ. მტკვარი წითლად მოელვარე, იის სუნით ვამთვრალეთ. ჩვენს მიწაზე შემოსულ უამინდო ამინდებს, მზის სხივებით დავხვდებით ავ დარს გამოვარიდებთ. არ შეშინდე თევდორე! მტერს გმირობას ვანახებთ სვანეთიდან მოვიხმობთ ჩვენს დაწკეპილ რაინდებს, ხევსურებსაც მოვიხმობთ ,ფანდურს ავაწკრიალებთ აჭარლებიც ჩამოვლენ, ხორუმს დავატრიალებთ რაჭველები მოდიან და რაჭულსაც დაჰბერენ: კახელებიც მოდიან ღვინის კასრებს გასტეხენ. არ იდარდო ჩემო დავით! არ იდარდო თამარო! ჩვენ მივდივართ..!!!ხუთ ჯვრიანი დროშა ავაფრიალოთ ღიღი ,ღიღინ შემოვივლით აფხაზეთის იალაღს ცეკვა, ცეკვით შემოვივლით სამაჩაბლოს ნიადაგს ჩამოვჯდებით იქვე ახლოს და კახელებს მივანდობთ ერთი ქვევრის ჩამოცლას და სიმღერით გიამბობთ: დავიბრუნეთ აფხაზეთი , დავიბრუნეთ გმირებო ! ვეღარავინ გვეცილება საქართველოს შუა გულს . ჩემს სამშობლოს განდიდებას მე ფიქრებში ვახერხებ. იმედი მაქვს ღამღამობით თქვენც იგივეს აკეტებთ .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წარმატეტები.++ წარმატეტები.++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|