ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2014


###”ცეცხლი გაუხსნიათ ლამპიონებს”

ცეცხლი გაუხსნიათ ლამპიონებს,
ცრის და იფინება გამზირები.
ხმები გავიგონე გამიგონე,
თოვლში შენი სუსტი ნაბიჯების.

ფეხი ფეხს მიჰყვება. ვერ ავიტან
წინა ნაზამთრალის ნოსტალგიას.
მთვარე - ცარიელი პირამიდა.
მიწა - დაცემული მორავია.

ზეცა - თოვლიანი გზის გვირაბი,
სარკმელს მოდგომიხარ პენუარით.
ჩემი კანონების ხამურაბი!
ჩემი წარმოსახვის რენუარი!

ცეცხლი გაუხსნიათ ლამპიონებს,
ღამე დაცხრილული მებრძოლია.
ხმები გავიგონე გამიგონე,
შენი ნაბიჯების მე მგონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები