ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2014


მერე რა ...რომ...

მერე რა ...რომ სადღაც შორით
მოიყარა თავი გრძნობამ,
და  დამალა სიბნელეში...
თავმოყრილი ფიქრთა კონა...
მერე რა ...რომ ეხლა მხოლოდ
სხვა სამყარო გამოვნახე;
და  ურჩ ფიქრებს ჩემსას  თავი
თეთრ ფურცლებზე მოვუყარე...
მეც არ ვიცი ,რატომ?! რისთვის?!
მაგრამ ეხლა მხოლოდ მინდა,
რომ ფურცლებმა ჩემი განცდა
შეაფასონ ...სწორედ ისე,
როგორც მე ვწერ...
და ვწერ ესე...და არ ვიცი თვით რა მინდა,
ალბათ უკვე ყველას სძინავს,..
გაიფანტა სიჩუმეში
ბგერა ასოთ-ასო-სიტყვად,
და ფიქრები ჩემი წრფელი
თეთრ ფურცლებზე დავაბრძნე....
*
მერე რა.... რომ სიჩუმეში
                ვარსკვლავებთან ვითამაშე
და გავერთე  ჩემს ფიქრებთან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები