| ავტორი: საპყარი ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2014 |
როცა, უკვე ნისლი თვალს წვავს, ვეღარ ხედავ და თვალს ხურავ, არ დაკარგო, ის შეგრძნება, რასაც გულის ნდობა ჰქვია. თორემ შენი თვალი, გონი კვამლის ნისლში გაეხვია, შენ ვერ ფიქრობ, იტანჯები და კონტურებს ვეღარ ხედავ. თუ კიფიქრობ, რომ სამყაროს ყველა კიდეს მიაკვლიე, დამიჯერე ეს კვამლია და უდაბნოს ჰორიზონტი, სწორედ ამ დროს გინდა გული, გინდა გული, გინდა გული გინდა გული, რადგან უნდა გაარღვიო სინანული. რადგან ამას ფიქრობს გონი რომ გულია სინანული, მგონი უკვე კვამლი არის ჰორიზონტი დანისლული. უდაბნოში ის იმარჯვებს, ვინც არ უგდო ყური კიდეს, გულს მიაგნო და მიენდო, გაარღვია ნისლი კიდეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უდაბნოში ის იმარჯვებს, ვინც არ უგდო ყური კიდეს, გულს მიაგნო და მიენდო, გაარღვია ნისლი კიდეც.++ წარმატებები უდაბნოში ის იმარჯვებს, ვინც არ უგდო ყური კიდეს, გულს მიაგნო და მიენდო, გაარღვია ნისლი კიდეც.++ წარმატებები
2. მართალი ხართ. მარინე მართალი ხართ. მარინე
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|