 | ავტორი: კვარა ჟანრი: პოეზია 25 იანვარი, 2014 |
მოდი, სანამ გული გულობს საგულეს, სანამ პულსი ისევ ფეთქავს მაჯაზე, მოდი ,სანამ გარდაცვლილად მაკურთხეს, სანამ, ძალგიძს მიპასუხო აჯაზე. მოდი ,სანამ მშიერს მშია ლექსები, სანამ გულში ღამე შემოპარულა, მოდი, სანამ გამიხმება ფესვები, სანამ სიტყვებს გაუმართავს მარულა. მოდი ,სანამ სხივი სხივობს თვალებში, მოდი ,სანამ დაქცეულა კერია, მოდი, სანამ ჩამაწვენენ კუბოში, სანამ დარღვეულა ეხეკერია. მოდი ,სანამ ტყვია გავა მარყუჟში, მოდი ,სანამ ძალმიძს ვწერო ოდები, მოდი, სანამ ვიქორწინებ წარსულზე, სანამ გულზე დამეყრება ლოდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "მოდი, სანამ ვიქორწინებ წარსულზე, "
+2 "მოდი, სანამ ვიქორწინებ წარსულზე, "
+2
8. მადლობა ყველას:) მადლობა ყველას:)
7. რა სიკვდილი აგიტყდა კაცო..:)))) რა სიკვდილი აგიტყდა კაცო..:))))
6. მომეწონა! ++ მომეწონა! ++
5. მოდი ,სანამ სხივი სხივობს თვალებში, მოდი ,სანამ დაქცეულა კერია, მოდი, სანამ ჩამაწვენენ კუბოში, სანამ დარღვეულა ეხეკერია.
:)
5. მოდი ,სანამ სხივი სხივობს თვალებში, მოდი ,სანამ დაქცეულა კერია, მოდი, სანამ ჩამაწვენენ კუბოში, სანამ დარღვეულა ეხეკერია.
:)
5.
1. აი მოვიდა ჩემი მოწონება ააქა:) ++ აი მოვიდა ჩემი მოწონება ააქა:) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|