ამოსულა საფლავზე სილამაზის ოცნება, შავი კაბა მორთულა ოქროსფერი ღილებით, გაუქრობი იარა, დარდის არშეხორცება, პარიზელი ქალღმერთი– ქალი კამელიებით.
ფუფუნებას ჩვეული ანგელოზის სასახლე, გაძარცვულა მთლიანად ხალისით და ქონებით, ‘’აჰა, თქვენი მეძავი სხვაგან გადავასახლე თქვენ თვითონვე მოკალით უსაფუძლო ჭორებით.’’
დიდხანს თავი იმართლა დავიწყების ქურუმმა, მერე ბილიკს დაადგა გამოსავლის ძიების, მარგალიტას საფლავმა დარდით გადახურულმა, კიდევ ერთხელ შეიგრძნო ვნება კამელიების.
არ ჩერდება ქვითინებს მისი ქუჩა დ’ანტენი, აელვარებს ოთახებს ნაზი შუქი აისის, ვით სამოთხის მირაჟი, როგორც თოვლის ფანტელი ისე გაქრა მზერიდან დედოფალი პარიზის.
ვხედავ ტრიალ მინდორზე მოლასლასე დიუვალს, ისევ ის ყვავილები დედოფლისთვის ეყიდა, ძილშიც არ ასვენებდა კალმის ოსტატ დიუმას, ქალი იდუმალების შორეული ქვეყნიდან.
უცვეთია სახელი, როგორც ზეცის თავანი, ზეზის ყელს დაკიდული ოქროსფერი მძივები, მიდის თავს არ აბრუნებს ცხოვრების ქარავანი მიწის გულის სიღრმეში ყვავის კამელიები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვპლიუსდები) ++ ვპლიუსდები) ++
11. გალაკტიონის გადამღერებაააა........თან ძაან უნიჭოდ..........რა გაგება უნდა.............. გალაკტიონის გადამღერებაააა........თან ძაან უნიჭოდ..........რა გაგება უნდა..............
10. გუგა ვერ გავიგე კითხვა?
გუგა ვერ გავიგე კითხვა?
9. ავტორი: რომან.ჯოჯუა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რომან.ჯოჯუა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8. გალაკტიონი ასწორება არა?
გალაკტიონი ასწორება არა?
6. მიწის გულის სიღრმეში ყვავის კამელიები.
ეს ძალიან ლამაზი იყო.
პირველ სტროფში ფერები მებევრა. სხვა სიტყვებით შევცვლიდი. მიწის გულის სიღრმეში ყვავის კამელიები.
ეს ძალიან ლამაზი იყო.
პირველ სტროფში ფერები მებევრა. სხვა სიტყვებით შევცვლიდი.
4. დიდი ვერაფერი 1 დიდი ვერაფერი 1
3. კარგი ლექსია.დღეს იშვიათია ასეთი რითმითაც კი წერა. წარმატებები ავტორს:) კარგი ლექსია.დღეს იშვიათია ასეთი რითმითაც კი წერა. წარმატებები ავტორს:)
2. ყოვლისმომცველია თქვენი შეფასება :d ყოვლისმომცველია თქვენი შეფასება :d
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|