 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: თარგმანი 25 იანვარი, 2014 |
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ღმერთები მიზანმიმართულად მიბიძგებენ ცეცხლისკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რამოდენიმე კარგ ხაზში ჩატეული კვნესა მოისმინონ ჩემი.
ისინი, არც აპირებენ უფლების მოცემას, რომ აბრეშუმის შარფი მოვიხსნა ყელიდან, იელში გამართული ლექციების დროს.
ღმერთებს ვჭირდები, რათა გავართო ისინი.
ალბათ საშინლად მოწყენილები არიან ყველას გადამკიდე,
ისევე, როგორც მე.
ახლა კი, სანთებელის ქვა დამისველდა. ვზივარ აქ და უიმედოდ ვცდილობ მის ანთებას.
დასანანია... ასეთი ცეცხლის მოცემა მათ რომ არ ძალუძთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|