ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2008


მიყვარხარ!

დღეს გარეთ მზეა და გულში ავდარია,
გაიგე ქალაუ, მიყვარხარ ძალიან,
რატომ არ მიყურებ, მომაპყარ თვალია,
მე შენით ვცოცხლობ და შენით ვარ მკვდარია.

სიცოცხლე მოკლეა, სიკვდილი მალია
და ვინც ეს ცხოვრება ლამაზად გალია,
ვინც გრძნობის ფიალა ბოლომდე დალია,
იმას გაუმარჯოს ვინც გრძნობით მთვრალია.

როდესაც გულები ამ გრძნობით სავსეა,
შეყვარებულები გვერდიგვერდ დადიან,
როცა ეს ქვეყანა ასე ლამაზია,
როცა სიყვარული თოვლივით ნაზია,

როცა სიძულვილი აღარსად არია
მაშინღა იხსნება სამოთხის კარია...
და მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ ძალიან!
და შენით ვიგრძენი ამ გრძნობის ძალია.

შენ კი არც მიყურებ, ვერც მამჩნევს თვალია,
რადა ხარ ეგეთი გოროზი ქალია,
ეს გული იცოდე უშენოდ მკვდარია,
უშენოდ სიცოცხლე მძიმეა ძალიან...

სიცოცხლე ხანმოკლე, სიკვდილი მალია
და მე მეშინია, არ მოვკვდე ცალია,
რატომ არ მიჩვენე მე შენი თვალია,
იქნება შენ ჩემთვის სულ არა გცალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს