ოი, გაზაფხულდა როგორ, სახნავ–სათესია ბევრი, ჰოდა გავიტანე თოხი და ზედ მივაყოლე კევრი
ჩემო ერთადერთო მიწავ, ჩემო ერთადერთო ყანავ, შენ არ გიღალატებ ვფიცავ ოი, გამეყაროს დანა,
ჩემო ერთადერთო მიწავ მე შენ მიგატოვებ განა? მინდვრის ნამით გუთანს მიწვავ შენ, ვინც ზეცად ამიყვანა,
ახლა გაზაფხულდა მხოლოდ და აღარ ჩერდება თოხი, ჰოდა სამუშოს ბოლოს ცაში იქნება ამბოხი
ოი, მხვნელ–მთესველის მადლის ოი შემნახველო ცაო, ისე იწვიმებდე, სათლი თითქოს დაგღვროდეს ზედ დაო
ოი, ვინც არის ინანა შენი გუთნისდედის მტერმა, ის შენ მოაცილე ყანას და მერე დაფარა მტვერმა
როგორ ყამირია მიწა, ეს სიხარული გუთანის დედავ ჩემო, დაო, ძიძავ, უხვო მოსავალო ყანის
ახლა რომ ამოვა ჩვილი, უხვი ჯეჯილი და წვრილი, ხნული ისეა გაჭრილი, სავსე, ფართოდ გადაშლილი
მსურს დავეწაფო შენს ხნულებს, შევეხო წმინდად, ტუჩებით მე შენს თავს რა შემაძულებს არ განაცვალო ქუჩები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბოლო სტროფი.... ?წარმატებები... ბოლო სტროფი.... ?წარმატებები...
6. რაც დაწერეს იმას აღარ გავიმეორებ და ერთ დავამატებ, ბოლო სტროფი საერთო მუსიკალურობიდან ამოვარდნილია, სულ სხვა ტალღაზე გადაყავს მკითხველი, აბა წაიკითხე ხმამაღლა :) რაც დაწერეს იმას აღარ გავიმეორებ და ერთ დავამატებ, ბოლო სტროფი საერთო მუსიკალურობიდან ამოვარდნილია, სულ სხვა ტალღაზე გადაყავს მკითხველი, აბა წაიკითხე ხმამაღლა :)
5. ეს "ოი" არის შეძახილი რომელიც ყველა ტრადიციულ რიტუალს ახლავს თან, აქ არის არა კონკრეტულად მიწის ხვნა–თესვაზე ლაპარაკი, არამედ აღწერილია ტრადიცული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნაყოფიერების რიტუალი ეს "ოი" არის შეძახილი რომელიც ყველა ტრადიციულ რიტუალს ახლავს თან, აქ არის არა კონკრეტულად მიწის ხვნა–თესვაზე ლაპარაკი, არამედ აღწერილია ტრადიცული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნაყოფიერების რიტუალი
4. შენი დემიურგია ისე მომეწონა., ეს ლექსი კი:( ოი ოი არ უნდა არაააააააა:) მეგონა რამე ისეთს მოიტანდი როგორც დემიურგიაააა, მაგრამ შენ კიდევ ოი ოიო :(
შენი დემიურგია ისე მომეწონა., ეს ლექსი კი:( ოი ოი არ უნდა არაააააააა:) მეგონა რამე ისეთს მოიტანდი როგორც დემიურგიაააა, მაგრამ შენ კიდევ ოი ოიო :(
2. თოხი რომ არ გვქონოდა ქართველებს, ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნებოდა. მაგან გაწყვიტა წელში ნახევარი საქართველო. ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ. თოხი რომ არ გვქონოდა ქართველებს, ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნებოდა. მაგან გაწყვიტა წელში ნახევარი საქართველო. ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ.
1. ბევრი ჩემო, შენ, ოი და ასე შემდეგ არის ტექსტში რითმაც დასახვეწია... წარმატებები ავტორს ბევრი ჩემო, შენ, ოი და ასე შემდეგ არის ტექსტში რითმაც დასახვეწია... წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|