 | ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2014 |
წუხელ, ფანჯრები ღია დავტოვე ჩემს უზომოდ მცირე ოთახში, რომ უკეთ მეგრძნო თოვლის სითბო და დამენახა მაშინდელი შენი თვალები.
გახსოვს, სახლიდან მამის თოფით გავიპარეთ და ჩვენი გვეგონა, იმ დღეს, ძმაო, მთელი სამყარო, მაშინ, გვეგონა მთელს ტყეს მთვარე გაგვინათებდა, ეცინებოდა, ალბათ, ჩვენზე ზეცის ფარაონს.
რა დამავიწყებს ძველ კოცონსაც ღელის ნაპირთან, ციცქნა თითებით რომ ცდილობდი თევზის დაჭერას შენს ბავშურ მზერას, ახლაც, ვუცქერ შორი ღამიდან, ხოლო სიშორემ რაც ვერ შეძლო, შეძლეს წამებმა.
და გეფიცები, ახლაც, მიკვირს ჩემი სურვილი, ხუთი წლის ბიჭს რომ აგიყვანდი შიშველ ქარაფზე, შენ საათობით იდექი და არ კითხულობდი, მეც სივრცეს ვგრძნობდი, არ ვამბობდი არც მე არაფერს.
წუხელ ბარდნიდა ჩემს ოთახში და გამაღვიძა შენმა მზერამ შავ-თეთრ ფოტოზე დაფენილი, მშვიდი თოვლიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მახარებს თქვენი შეფასებები, გმადლობთ :) მახარებს თქვენი შეფასებები, გმადლობთ :)
12. ჩემი შეფასება +++++ ჩემი შეფასება +++++
11. ძალიან ემოცირუი ლექსია, გაიხარეთ ავტორო5+ ძალიან ემოცირუი ლექსია, გაიხარეთ ავტორო5+
9. ეს არის კარგი ლექსი + ეს არის კარგი ლექსი +
8. ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. უცებ წვიმაში რომ მოყვები და ყოველ წვეთს მთელი სხეულით გრძნობ ეგეთი იყო ჩემთვის..++ უცებ წვიმაში რომ მოყვები და ყოველ წვეთს მთელი სხეულით გრძნობ ეგეთი იყო ჩემთვის..++
6. გმადლობთ ამ კომენტარებისთვის :), მიხარია თუ მოგწონთ გმადლობთ ამ კომენტარებისთვის :), მიხარია თუ მოგწონთ
5. ძალიან მაგარია, ბრავო ჰელლადოს ძალიან მაგარია, ბრავო ჰელლადოს
3. შენ საათობით იდექი და არ კითხულობდი, მეც სივრცეს ვგრძნობდი, არ ვამბობდი არც მე არაფერს.
წუხელ ბარდნიდა ჩემს ოთახში და გამაღვიძა შენმა მზერამ შავ-თეთრ ფოტოზე დაფენილი, მშვიდი თოვლიდან.
იმოქმედა ძალიან,თან უფრო ასეთმა, ვითომ მშვიდი თხრობის ფორმამ.
5! შენ საათობით იდექი და არ კითხულობდი, მეც სივრცეს ვგრძნობდი, არ ვამბობდი არც მე არაფერს.
წუხელ ბარდნიდა ჩემს ოთახში და გამაღვიძა შენმა მზერამ შავ-თეთრ ფოტოზე დაფენილი, მშვიდი თოვლიდან.
იმოქმედა ძალიან,თან უფრო ასეთმა, ვითომ მშვიდი თხრობის ფორმამ.
5!
2. გამყინა ლექსმა..
გამყინა ლექსმა..
1. მაშინ გვეგონა მთელს ტყეს მთვარე გაგვინათებდა, ეცინებოდა, ალბათ, ჩვენზე ზეცის ფარაონს. ++ მაშინ გვეგონა მთელს ტყეს მთვარე გაგვინათებდა, ეცინებოდა, ალბათ, ჩვენზე ზეცის ფარაონს. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|