ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2014


* * *

ქურუმთ ვპარავ ოლიმპოზე
მუზებს,
სისხლად დავღვრი ჯერ დაუღვრელ
მელანს,
გინდ საფანტი შემომადნეს
გულზე,
ჰორიზონტზე გავაჭენებ
მერანს.

მოლბერტს ვპარავ ქარში ფერად
ფერებს,
რადგან შავ-თეთრს ვხედავ დღეთა
წყობას,
არ დავაშრობ პოეზიის
ღელეს,
თავს შევწირავ სიყვარულის
ბზობას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები