ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზერელი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2014


პოეტის მსგავსად

მე მეშინია სულ არ მოვკვდე,
როგორც კვდებიან პოეტნი მარტო...
მე მეშინია მუზა არ მომწყდეს
და არ დამტოვოს ქუჩაში მარტო...
მე მეშინია შენი დაკარგვის
მეშინია და ამას არ ვმალავ
მე მეშინია შენი თვალების
მეშინია,რომ სულ მთლად არ დამწვან...
მე მეშინია მომავლის და ვცოცხლობ წარსულით...
მე მეშინია მხატვრის,თითქოს ჯერ არ ნახულის...
მე მეშინია პოეტების,ქვებად ქცეულნის
მე მეშინია კიდევ ღმერთის-ღმერთად ქცეულის...
მე მეშინია ვერ ვიძახი სიტყვებს და ფრაზებს
მე მეშინია,რომ დავწერო და ვკარგავ აზრებს
მე მეშინია შენ არ მითხრა რაიმე ცუდი
მე მეშინია სულ არ წახდეს ნატანჯი სული....
ნუ შეშინდები!მე მიყვარხარ ამიტომ ვშიშობ
ნუ შეშინდები!მენატრები და შენზე ვფიქრობ...
გთხოვ,არ შეშინდე,არ წახვიდე და არ დამტოვო
ჩემთან იყავი და არასდროს არ მიმატოვო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები