ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2014


ბებერი საკურა

შენ მთელი ღამე არ დაგეძინა
ნერვებს აყევი,
შენ მთელი ღამე ებრძოდი ფიქრებს
როგორც ქუჩის ძაღლს, ბინძურს, ქეციანს
სხვა დანარჩენი
გიყურებს ისე.


ვხედავდი, ქსოვდი პატარა წინდებს
ობობას ქსელით,
რადგან ჭირდა და არ იყო ძაფი,
ცუდი წიგნივით თუ დაივიწყებ
რა არის ზევით
უთუოდ გაძლებ.

ქოთნებში დავრჩით, როგორც ფესვები
ჩვენ დავაპურეთ,
მაგრამ არ ვჩანვართ ამ კედლებს მიღმა,
აქ აღარავინ მოგვეშველება
ბებერ საკურებს
სულები გვიჩანს.


შენ მთელი ღამე იჯექი ეტლში
წინდებს ართავდი
ობობის ქსელით, (ნერვებს აყევი)
მოჰგავდი ქალღმერთს ან უფრო შეშლილს
გძულს მასკარადი
და ამ ქოთნიდან უხმოდ წახვედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები