ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2014


სოფელი

წლებისგან  დაძველებულ, ობიან რიკულების,
მთავარი სილამაზის შემქმნელი, წარსულია,
ვდგავარ და გულით მკვდარი, ზეცაში ვიყურები,
და ვხვდები, ბედნიერი წუთები გასულია...

ჩემს ბებერ თუთის ხესაც, შემხმარი ნაყოფიდან
გამოსდის ჭია მატლი,ვით უღვთო მიწიერი,
მე არ ვარ მწიფე ვაშლის შუაზე გამყოფი და
მე არ ვარ თანა მოძმე, ვინმე სხვა  ბილწი ერის.

და მუდამ ყოველ დილას,ძე ქრისტეს ნაფეხურებს
დედიკო უნებურად, ითვლის და ეღიმება,
შემდეგ კი შოთის პურებს,მერცხლებს და ჩვენს ბეღურებს
აჭმევს და ძლიერ დარდობს, რომ ძლიერ ეყინებათ

ფეხები თოვლის ფონზე , და ხეებს ფოთლებიდან
თუ როგორ შესცივნოდათ ნისლიან ალიონზე.
წერისას მერამდენედ დავცალე ბოთლები და
ჭიქები სავსე ღვინით,დარდს ვიკლავ ყალიონით ,

და რადგან ძნელი არის,ობიან რიკულებთან,
შეხვედრა ყოველ დილას, თოვლიან ფანჯრებიდან,
ვდგავარ და გულით მკვდარი,უფლამდე ვიყურები,
და ვხვდები,შემომახმა საგულე,მაჯები და

ცხოვრების რეალობა,იარა გარღვეული,
რაც ვწერე,ბავშვობა და ლამაზი წარსულია,
დავტოვე ქუჩის ბოლოს კალამი და რვეული,
რადგანაც ბედნიერი წუთები გასულია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები