გარეთ თოვლია,თეთრი თოვლი,ურყვნელი თოვლი, თოვლში გიხილე თოვლის ქალო,თოვლივით იყავ, კიდით კიდემდე დაგეძებდი,მოვლილი,მოვლი... მქონდა სამყარო,არ მენახე,მიყვარდი,მიყვა...
საათი საათს,წუთი წუთს და წამები წამებს, დრო კი თვალებში გაგვეპარა,გაგვეპა..გაგვე... ახლა ვკვდები და შენი სუნთქვა მჭირდება წამლად, ხო! შენი სუნთქვა მაგიური და შენი ბაგე.
ვიცი კვლავ მოთოვ,დამადნება ტუჩებზე ფიფქად, უკანასკნელი ფანტელები და თოვლის ქალი, ხო,შენზე ვფიქრობ,უთეთრესი ფიქრია,ფიქრი, თოვლით ვარ სავსე სულამდე და ვარ თოვლით მთვრალი.
გარეთ თოვლია,თეთრი თოვლი,უბიწო თოვლი.. ჯერ არ მენახე და თოვლივით მიყვარდი,მიყვა.. საათი საათს...კიდით-კიდე მოვლილი,მოვლი... მქონდა.გეძებდი.შენ კი თურმე სულ თვალწინ იყავ!
გარეთ თოვლია,თეთრი თოვლი,ფაფუკი თოვლი.. დმ.02/06/2014წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის , თოვლიანი, წვიმიანი სიყვარულიანი და ლამაზი! ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის , თოვლიანი, წვიმიანი სიყვარულიანი და ლამაზი!
14. ლამაზია ძალიან! მოგიკითხე :) 5 ლამაზია ძალიან! მოგიკითხე :) 5
13. ძალიან ლამაზი ლექსია + ძალიან ლამაზი ლექსია +
12. ყველაფერი მომეწონა მაგიური სუნთქვის გარდა :)
კარგი ლექსია
ყველაფერი მომეწონა მაგიური სუნთქვის გარდა :)
კარგი ლექსია
11. ლამაზი სიყავარული და ლამაზი ლექსია +++ ლამაზი სიყავარული და ლამაზი ლექსია +++
9. საათი საათს,წუთი წუთს და წამები წამებს, დრო კი თვალებში გაგვეპარა,გაგვეპა..გაგვე... ახლა ვკვდები და შენი სუნთქვა მჭირდება წამლად, ხო! შენი სუნთქვა მაგიური და შენი ბაგე. ++))) საათი საათს,წუთი წუთს და წამები წამებს, დრო კი თვალებში გაგვეპარა,გაგვეპა..გაგვე... ახლა ვკვდები და შენი სუნთქვა მჭირდება წამლად, ხო! შენი სუნთქვა მაგიური და შენი ბაგე. ++)))
8. ძალიან ორიგინალური და ლამაზია! ძალიან ორიგინალური და ლამაზია!
7. ოხ,დათ. ნებისმიერ ქალს თავს დედოფლად აგრძნობინებ რაა.
ოხ,დათ. ნებისმიერ ქალს თავს დედოფლად აგრძნობინებ რაა.
6. მიყვარდი,მიყვა.. გაგვეპარა,გაგვეპა..გაგვე.. ორიგინალური დამახინჯება -0 მიყვარდი,მიყვა.. გაგვეპარა,გაგვეპა..გაგვე.. ორიგინალური დამახინჯება -0
5. +2 წარმატებები კარგი ლექსია +2 წარმატებები კარგი ლექსია
4. ვიცი კვლავ მოთოვ,დამადნება ტუჩებზე ფიფქად, უკანასკნელი ფანტელები და თოვლის ქალი, ხო,შენზე ვფიქრობ,უთეთრესი ფიქრია,ფიქრი, თოვლით ვარ სავსე სულამდე და ვარ თოვლით მთვრალი.
ძალიან ლამაზად უთოვია. :) ვიცი კვლავ მოთოვ,დამადნება ტუჩებზე ფიფქად, უკანასკნელი ფანტელები და თოვლის ქალი, ხო,შენზე ვფიქრობ,უთეთრესი ფიქრია,ფიქრი, თოვლით ვარ სავსე სულამდე და ვარ თოვლით მთვრალი.
ძალიან ლამაზად უთოვია. :)
3. საინტერესო რითმებია. ჩემთვის ახალი. ორიგინალობით გამორჩეული, რაც ჩემში ყოველთვის დადებითად აღიქმება. ++ საინტერესო რითმებია. ჩემთვის ახალი. ორიგინალობით გამორჩეული, რაც ჩემში ყოველთვის დადებითად აღიქმება. ++
2. ვიცი კვლავ მოთოვ,დამადნება ტუჩებზე ფიფქად, უკანასკნელი ფანტელები და თოვლის ქალი..
გამოვარჩიე.. ისე,ცუდია-ქალი რომ მალე გადნება თვალსა და ხელშუა...
ვიცი კვლავ მოთოვ,დამადნება ტუჩებზე ფიფქად, უკანასკნელი ფანტელები და თოვლის ქალი..
გამოვარჩიე.. ისე,ცუდია-ქალი რომ მალე გადნება თვალსა და ხელშუა...
1. მშვენიერია,აშკარა სიყვარული იგრძნობა:)ნოსტალგიაც და თოვლის სითეთრე,ფიფქები დამდნარი,სიფაფუკე კარგია ძალიან.შედარებებიც ფაქიზია.ძალიან ლამაზია თქვენი თოვლის ქალი და 5 ჩემგან. მშვენიერია,აშკარა სიყვარული იგრძნობა:)ნოსტალგიაც და თოვლის სითეთრე,ფიფქები დამდნარი,სიფაფუკე კარგია ძალიან.შედარებებიც ფაქიზია.ძალიან ლამაზია თქვენი თოვლის ქალი და 5 ჩემგან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|