ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2016


* * *

დახუჭე თვალები, ილუზიაა ეს ბედისწერა,
ხან უნაზესი, ხარ სამყაროს გაფურჩქვნის ერა,
მინდა მოგეფერო და მოგიძღვნა შენ ეს სიმღერა
გთხოვ დაივიწყე საშინელი დივ ენ იმპერა

რასაც თავი აქვს მას, რა თქმა უნდა, ექნება ბოლო,
შენ კარგად იცი, ტანჯვა არის ცხოვრება მხოლოდ,
მე დავამთავრებ უცილობლად დაწყებულ სოლოს,
მინდა გინდოდე, მინდა გიყვარდე უსახოდ ტოლო

მზესთან პირველად შეხვედრისას დამემსხვრა ბგერა,
სულთკარი გაბრწყინდა, მაშინ დაიწყო ერთყოფად წერა
შავი უდაბნო იქცა სხივებად, უნათლეს ფერად,
მეც აღვდეგი და ვიქეცი უფართეს მზერად

კვლავ ვხედავ გზას, ვარდთა ხლეჩას, კართა ნამებას
მე მინდა ცა, ნახევარი და დაღამება
ვინატრო ზღვა, უყვითლესი ღრუბელთ ხამხამება
მაგრამ ვარ სხვა და არ სრულდება ეს წამება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები