ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2014


სულიერი თვითმკვლელობა

          *                *                    *
გაფურთხეს, გლანძღეს,
ჩაგიშვეს, გავნეს.
დაგარტყეს, გჭამეს.
ჯვარს გაცვეს.

  *                *                      *
მშია
ილოცე.
მშია
იგლოვე.
მშია
გშიოდეს.

ჩემში არს სიწმინდე,
რომელსაც ვეძებ სულის სიღრმეებში.
ღმერთო გთხოვ არ მანახო სიკვდილი
მე მინდა დამტანჯოს ტკივილებმა.
და მაპოვნინონ სიმართლე.
მე ვებრძვი ცდუნებეს,
ვაფურთხებ მათ.

ფული  მკიდია
მსურს მე მშიერი მოვკვდე,
სადგურის მოედანზე,
ბომჟებთან ერთად.
ილოცე გმირო
საკუთარი თავის მეფევ
ამოახველე ნაჭამი გარემო.
გადმოანთხიე ნაჭამი ტყუილი
სიკვდილი ვიხილოთ ჭეშმარიტი,
გამარჯობა ღმერთო.
მე შენ არ გიცნობ,
ვდგავარ ერთ გზაზე
სახეზე მასვია ტალახები
შემსვით ვირზე - უკუღმა მატარეთ
დამარქვით მარიტა
მაფურთხევ მასავ.
და მაცვი ჯვარზე.

    *                  *                  *
ჯვარი ქრისტესავით წმიდა
მიწა ეშმაკივით ბნელი
ხალხი უცნაური, რადგან
მათ კვლავ დაიჯერეს კერპის.
მთვარე ამოსული ცაზე
მათბობს და აცვია შავი.
მზეო არ მოხვიდე დილას
ცაო არ ჩაიცვა თეთრი.

ტაძრად შევინახეთ ძველი
ქვები ისტორიას ჰყვება,
ქრისტევ მე დაგკარგე ჩემში
გარეთ კი გეძებდი ხშირად.

ჯვარი მომიტანეთ ისევ
ისევ ვერ ვიპოვე ღმერთი
ხის ჯვარს გამაკარით დილას
პილატევ გეძახი, გელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები