ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


ნამგალი და ურო ანუ გზა არსაით

ფერი, ფორმა და სახე
ყველგან მიდის და მოდის,
ბრმა ხარ თუ დაინახე
წითელი ფერის ზოდი

წითელი არის ზემოთ,
წითელი არის მეფე,
წამში გაქრები ჩემო,
სხვა ფერს თუ დაიყეფებ,

ცხოვრობ კარგად და ლაღად,
გაქვს სამსახური, სახლი
თუ ინსტიქტებს კლავ საღად
დიადი კოშკის ძაღლი,

ხარ ამხანაგი ბრძენი,
გაქვს პენტაგრამის მარკა,
თავად შენშია სენი,
წითელი ფერის ხარკად

და ის დარჩება მუდამ,
დარჩება ის შენს ღმერთად,
და რაც ყოველთვის გსურდა,
რასაც ხელი ვერ წერდა

რასაც დევნიდი მუდამ,
ეძახდი ჩამორჩენას,
არ გიბრუნებდა ხურდას
უუკვდავესი ზენა

ვერასდროს მიხვდა გონი
ჭეშმარიტების მიზანს,
და ცოცხალია ტონი
როგორც შეჰფერის ხიზანს

ამ წითელს კვლავაც ღვიძავს
ცნობიერების ფსკერზე,
სურს რომ დაიპყროს მიწა,
კონტროლით ყველა ერზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები