ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


დედამიწის ნაპირებმა..

სიცივე რომ გაადაგივლის ისე როგორც,
წარსულიდან მოგონება, ტკივილები...
სიხარული შემოგივლის გამოხშირვით,
ციდან მესმის ანგელოზთა ყვირილები...

არაფერი დამრჩენია ქვეყანაზე,
შემიძულეს დედამიწის ნაპირებმა,
მხოლოდ ღვარძლი ითესება ჩვენ ყანაზე,
აღარ გინდათ ეს ტყუილი დაპირება..

აღარ მინდა ეს უმზეო ზეცა,
უიმედოთ გაჟღენთილი დილა,
ოცნებებში ჩძირული სევდა..
ჯოჯოხეთში? ალბათ მეტად თბილა...

ჩვენ ლოდინში გაილია მთვარე,
უკვე ფერი გაუვიდა შავ ზღვას,
ჰორიზონტის სიგრძეს ზომავს ღამე,
სული ფრენით ვეღარ სცდება საზღვარს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები