ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2008


მონანიება

მღლის, ეს სიძლიერის მოგონება,
ლამის ჩავუვარდე მატარებელს...
თუნდაც იღიმოდნენ გოგონები,
ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ.

ჭუჭყი დასდებია საგარეო
ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე,
ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ,
მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე...

ახლა, რითმებზე რომ მომედაოს,
ვინმე, ალბათ მართლა ქვა იქნება!
ბედისწერასავით ამყვა ფრაზა-
„ვინმემ შემამჩნიოს რა იქნება?“

ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი,
ალბათ, იფიქრე, რომ არ მჭირდები?
ერთიც მაპატიე... დაღლილ გოგოს
მხარი მომიშვირე, ავტირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები