ეხლა ღამეა, 11 დაიწყო, ჩემი სხეული დაღლილია და ემოციისგან დაცლას ითხოვს. ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა გასულ დღეებში. ხელებში არსებულ ვენებში რაღაც მოძრაობას აჩქარებით, თითქოს ეს შთაგონებაა, რომელიც გარემოსთან ურთიერთობის შემდეგ იქმნება. გონება ფიქრობს და მოსულ აზრებს სხეულში ფანტავს, მტკივა სხეულის ყველა ნაწილი, ეშინია ჩემს სულს ჩემი ხორცის, მას არ სურს გავჩერდე და ყველას დავემონო. მე უნდა გავანგრიო სხეულის კარები და ვიხილო მზე. კვირა ამავე სახელწოდების დღით იწყება. მე ესე მომწონს- შაბათი კვირის დასასრულია. დილას კარგ ხასიათზე გავიღვიძე. მახსოვდა საღამოს თათია უნდა მენახა და გია თოიძის კონცერტზე წავსულიყავით, თუმცა შემდეგ მომწერა სიცხე მაქვსო და არ ვიცოდი რა მიმეწერა. გია თოიძე ჩემთვის გენიალური მომღერალია, რომელიც თავის ტექსტებში ჩემს ემოციებს ყვება. დეპრესიულ საზოგადოებას გია თოიძე მხსნელად მოევლინა და მათ ვერ იცნეს, ეს გავს ქრისტეს გზას. თათოსთან ერთად წასვლა კი იმიტომაც მსურდა, რომ შემეგრძნო მისი სიმშვიდე, რომელიც განუმეორებელია და მას ყველაფერი შეუძლია. კონცერტზე დაჩისთან ერთად წავედი. რომ ვნახე ახალნაყიდი პიჯაკი ეცვა და ეგრევე თავის გოგოზე დაიწყო საუბარი. კონცერტზე ძლივს წავიყვანე, მივედით და სიგარეტის ბოლში სულშიჩამწვდომ ტექსტებს ვისმენდით. გია თოიძე იდგა და მღეროდა, მივხვდი ამაზე დიდი იმპულსი არ არსებობს. ნაცნობი მომღერლის ცოცხლად მოსმენა ღმერთთან შეხვედრას გავს. ღმერთმა ეს ცხოვრება შექმნა და იგი შემოქმედია. ღვთის უპირველესი თვისება ეს არის? გია თოიძეც შემოქმედია და მის სიმღერებს, რომელსაც ადრე ოთახში მარტო ვუსმენდი, ახლა ყველაფერი ცოცხალი იყო, გია მთელი ენერგიით მღეროდა და იმპულს 15 ადამიანს გადაცემდა, რომელიც კონცერტს ესწრებოდა. მათ კი ეს იმპულსი ქუჩაში უნდა გაიტანონ და სხვას გადასცენ. მე შემიძლია გავანგრიო ქუჩის კარები. ქუჩა მონაა და მე ვათავისუფლებ მას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. შეიძლება ჩემი ბრალია, რომ არ ვიცი ვინ არის გია თოიძე..
ფაქტიურად პიარი გამოგივიდა და ან სიმღერა აგეტვირთა ან ფოტო დაგედო ან ლინკი რავიცი რამე.... შეიძლება ჩემი ბრალია, რომ არ ვიცი ვინ არის გია თოიძე..
ფაქტიურად პიარი გამოგივიდა და ან სიმღერა აგეტვირთა ან ფოტო დაგედო ან ლინკი რავიცი რამე....
3. გაცილებით უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო გაცილებით უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო
2. კარგია,დამაინტერესა + კარგია,დამაინტერესა +
1. კარგი მიძღვნაა. ამასთან საინტერესოდ შეფუთული. ++ კარგი მიძღვნაა. ამასთან საინტერესოდ შეფუთული. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|