| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 12 თებერვალი, 2014 |
სხვიტორის წისქვილი
სხვიტორის წისქვილს ყრმა აკაკის მუზები ახსოვს და მოგონებას სევდიანი ტკივილი ათოვს. ბარდნის და ბარდნის უსაშველოდ ჰყინავს და სცივა, ნუთუ გაზრდილი ცოდვის გამო გამზრდელთან მივა? ასე ყოფილა წინაპართა ადათი ოდით, მოძღვრის წინაშე მუხლმოყრილი წარდგომა ცოდვით. ფიქრი ფიქრს მისდევს, ,,ლურჯას” თქარუნს აყოლებს რიტმებს და მეწისქვილე დინჯად ჰყვება წუხანდელ სიზმრებს, არაყს დაისხამს გადახუხავს, მიაწვდის სტუმარს, მიჩხრიკ-მოჩხრიკავს იფნის ჯოხით გამომქრალ ბუხარს, ცეცხლთან მიმჯდარი მხიარულად ჩამოჰკრავს ჩანგურს, პურსაც გატეხავს ღადარაში გამომცხვარ ,,ზანდურს.” - ეჰ! იტყვის სევდით, მიგანიშნებს თითით ჯორკოზე, აკაკის ყრმობის დროინდელზე, მოჭრილს ,,კორტოხზე,” აქ, კალმით ხელში, ბუხრის პირას იჯდაო იგი, სიმინდით სავსე ,,ტომრიანთა” იდგაო რიგი, ბავშვის თვალები უზერდაო ციმციმა სანთელს, გაფერმკრთალებულ ფურცლებზედა სწერდაო ,,გამზრდელს”.... სხვიტორის წისქვილს, ყრმა აკაკის მუზები ახსოვს, ჩემს მოგონებას, სევდიანი ტკივილი ათოვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აკაკის გახსენება. კარგია. აკაკის გახსენება. კარგია.
14.
ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 12 თებერვალი, 2014
ძალიან მომეწონა, გაიხარეთ ავტორო. ლექსის კითხვისას სასიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა:)
ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 12 თებერვალი, 2014
ძალიან მომეწონა, გაიხარეთ ავტორო. ლექსის კითხვისას სასიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა:)
13. ჭას გამოვეხმაურები. ბოლოში ვიგულისხმე ის მოგონება, რომელიც მაკავშირებს წისქვილთან. ჩემი ახალგაზრდობა საჩხერეში გავატარე და კიდეც მიქეიფია ამ წისქვილში. ერთი მოხუცი მეწისქვილე ყველას იმას უყვებოდა, რომ აკაკიმ ,,გამზრდელი" აქ დაწერა. მე, ეს მოვიგონე. ჭას გამოვეხმაურები. ბოლოში ვიგულისხმე ის მოგონება, რომელიც მაკავშირებს წისქვილთან. ჩემი ახალგაზრდობა საჩხერეში გავატარე და კიდეც მიქეიფია ამ წისქვილში. ერთი მოხუცი მეწისქვილე ყველას იმას უყვებოდა, რომ აკაკიმ ,,გამზრდელი" აქ დაწერა. მე, ეს მოვიგონე.
12. საღოლ გაასწორა + საღოლ გაასწორა +
11. მომეწონა... კარგი იყო...:-* ოღონდ რაღაც შენიშვნა მაინც გამიჩნდა...
"სხვიტორის წისქვილს ყრმა აკაკის მუზები ახსოვს ჩემს მოგონებას სევდიანი ტკივილი ათოვს" ჩემს მოგონებასო ამბონს ავტორი და მკითხველი თავისდაუნებურად იფიქრებს რომ აკაკი წერეთელს იცნობდა ავტორი პირადად, ან ბავშვობიდან მოდიან ერთად...:)) ამიტომ ჯობია წისქვილმა მოიგონოს მხოლოდ... ავტორი ნუ ჩაერევა...არ ვიცი გასაგებად ვთქვი თუარა, რისი თქმაც მინდოდა... მომეწონა... კარგი იყო...:-* ოღონდ რაღაც შენიშვნა მაინც გამიჩნდა...
"სხვიტორის წისქვილს ყრმა აკაკის მუზები ახსოვს ჩემს მოგონებას სევდიანი ტკივილი ათოვს" ჩემს მოგონებასო ამბონს ავტორი და მკითხველი თავისდაუნებურად იფიქრებს რომ აკაკი წერეთელს იცნობდა ავტორი პირადად, ან ბავშვობიდან მოდიან ერთად...:)) ამიტომ ჯობია წისქვილმა მოიგონოს მხოლოდ... ავტორი ნუ ჩაერევა...არ ვიცი გასაგებად ვთქვი თუარა, რისი თქმაც მინდოდა...
10. ძალიან ლამაზი ლექსია, ვისიამოვნე ძალიან ლამაზი ლექსია, ვისიამოვნე
8. ლამაზი სურათია... ++ ლამაზი სურათია... ++
7. ლამაზია სურათია... ++ ლამაზია სურათია... ++
6. იმ შორეულ წარსულში გადამიყვანა...კარგია,გაიხარეთ! + + იმ შორეულ წარსულში გადამიყვანა...კარგია,გაიხარეთ! + +
4. გულზე დამეამა. 5. გულზე დამეამა. 5.
3. კი ბატონო! მოვაშორებ. კი ბატონო! მოვაშორებ.
2. სხვიტორის წისქვილს ყრმა აკაკის მუზები ახსოვს და მოგონებებს სევდიანი ფიქრები ათოვს. ბარდნის და ბარდნის უსაშველოდ ჰყინავს და სცივა, ნუთუ გაზრდილი ცოდვის გამო გამზრდელთან მივა? .................კარგად დანახული და განცდილია... ”ნეტავი მივა?”... სხვიტორის წისქვილს ყრმა აკაკის მუზები ახსოვს და მოგონებებს სევდიანი ფიქრები ათოვს. ბარდნის და ბარდნის უსაშველოდ ჰყინავს და სცივა, ნუთუ გაზრდილი ცოდვის გამო გამზრდელთან მივა? .................კარგად დანახული და განცდილია... ”ნეტავი მივა?”...
1. კარგია, თემურ. სასიამოვნოდ ჩამორაკრაკდა... ბოლოში რომ "და" მოაშოროთ? კარგია, თემურ. სასიამოვნოდ ჩამორაკრაკდა... ბოლოში რომ "და" მოაშოროთ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|