ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


რა ადვილია...

როცა ჯიბეში გაქვს დანა და არ გაქვს შაური,
ამ დროს კი შენგან უეჭველად ვარდებს ელიან,
რა ადვილია ჩაიდინო დანაშაული,
და არ დაკარგო სიყვარული - რარიგ ძნელია?!

როდესაც მიგაქვს, მაგრამ მაინც ვერაფერს შველი,
შენი ვარდები სანაგვეზე გადაყრილია,
მაშინ დაკარგო სიყვარული - არ არის ძნელი!
დანაშაული ჩაიდინო, რა ადვილია?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები