ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნია.
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


ტკივილი მერევა

დამძრალი ფიქრები დღეს სულზე მაცვია...
სულიც დამძრალია - ცრემლებად იმსხვრევა...
სახეს, ღიმილიანს, ამას ვინ შეამჩნევს?
კითხვაზე: "-როგორ ხარ?"-ვპასუხობთ: -"ისე რა..."
კისერზე ცხოვრების უხეში კვალი მაქვს,
მთლად მხრებში მოხრილი ვქრები და ვილევი.
ხან მე, ხან ტკივილი ერთმანეთს ვერევით,
თუმც, უფრო ხშირად მე ვარ "ნანადირევი".
სიცოცხლის სურვილი სულის სისხლად მექცა,
ვუმღერი, სანამ ხმაც ბოლომდე დამძრალა...
-ცოცხლებში ვწერივარ?.. მინდა, რომ ვეწერო,
სიმართლე რომ ვთქვა კი - თან ჰო და თან არა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები