ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2014


მამაკაცები უცნაური ხალხია (¨მოკლედ ითქმის¨ რჩეული)

– მამაკაცები უცნაური ხალხია. უფრო სწორედ ნიკოლოზია უცნაური. გუშინ დამირეკა:

ახლა ფანჯრის მიღმა ვდგავარ და შენ რომ მყავდე, უფრო სწორედ, რომ ვიცოდე ჩემთან

ხარო, ფრთები გამომესხმეოდა და გავფრინდებოდიო. ხომ იცი, შენთან ვარ–თქო.

არა, ეგრე არ ითვლებაო.

გვერდით ბინაში ცხოვრობს, ხომ იცი და თან როგორ მიყვარს ეგეც იცი. ხოდა მაშინვე

მასთან გავჩნდი.

– მერე?

– რა მერე, მართლა გამოესხა ფრთები და გაფრინდა.

– მოკვდა?

– არა გოგო, გაფრინდა.

***

– გუშინ თანანა ვნახე, წარმოგიდგენია ნიკოლოზი გაფრენილა...

–გაფრენილა თუ გაუფრენია?

– არაა სასაცილო. თურმე დაურეკავს თანანასთვის, თუ ჩემთან იქნები ფრთები

გამომესხმევა და გავფრინდებიო. ფანჯრის მიღმა ვდგავარო, ამას კიდე შეშინებია, არ

გადახტესო და მაშინვე მასთან გადასულა. ჰოდა რომ დაუნახავს ნიკოლოზს... კარგი რა,

დაანებე მაგ გიტარას თავი და მომისმინე რას გეუბნები.

– გისმენ. - თავსაც არ სწევს, ისე პასუხობს.

– ზოგჯერ ისეთი ადვილია იპოვო ადამიანი, რომელიც შენც მოგანდომებს ადამიანობას.

ზოგჯერ კი ცხოველში მეტი სითბოა, ვიდრე თავად შენში. არ მისმენ...

– ჰო.

– რა ჰო?

– ჩიტივით ფრენა ყველას შეუძლია.

– კარგი რა ოთარ, ის მაინც არ გაინტერესებს როგორაა ახლა?

– რა საინტერესოა არა, როცა წვიმს ყოველთვის მეტი ხალხია ტრანსპორტში.

– სულ არ გესმის ჩემი. წყენაშეპარული თვალები მიაპყრო.

– „მხოლოდ შენ ეეერთს, რაც რომ გუულში..“

– კაცს სიყვარულისგან ფრთები გამოესხა და მე კი აქ შენს გამო ვიწყვიტავ ნერვებს.

– წადი მერე.

– წავალ.

„მართალია თანანა, უცნაური ხალხია ეს მამაკაცები“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები