ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2014


* * *

გარდაცვლილია ყველაფერი,გარდა ხორცისა,
აღარ არიან წმინდანები,ყველგან უწმინდურს
ვხვდები,არაფერს დაგაყვედრის ქალი მოდის და
ოღონდ დოლარი გადაუგდო,ყველა გულის ყურს

გაზაფხულდება,კოკორივით იქვე გაგიშლის,
ღამე.კოცონი.სანაპირო.უღვთო დუეტი,
ცაზე ღრუბელი,ოცნებათა ვარსკვლავს წაგიშლის
წვიმის წვეთებით დასველებულ,შემდგარ მენუეტს

მხოლოდ სხივები შემოაკლდა.მაინც ცხელა და
სინდის მოკლებულ,ქარაფშუტა,თვალებს იოკებს
ღამის დუმილში,შევერცხლილი ქალთა პლეადა
უსიცოცხლობით გადაღლილი,ამოიოხრებს.

აღარ არიან წმინდანები,ყველგან უწმინდურს
ვხვდები,არაფერს დაგაყვედრის ქალი მოდის და
დოლარ ნახევარს გადაუხდი,გაძლევს გულის ყურს
გარდაიცვალა ყველაფერი,გარდა ხორცისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები