 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2014 |
არავინ იცის,ვინ არის,ან სად არის ღმერთი, დანამდვილებით ვერვინ გეთყვის მის ნამდვილ სახელს, მაგრამ მაინც გვწამს,რადგან იმედს ოცნება ერთვის, და ყველგან ვეძებთ ქვეყანაზე სამოთხის მნახველს...
არა და როცა დაფიქრდები რა მარტივია, გაგეცინება რომ ტყუილად დავკარგეთ წლები, ვდაგავრთ ხატებთან,თავდახრილი,მოთქმით ვტირივართ, როცა ყოველ დღე უფალს ქუჩის კუთხეში ვხვდებით,
ვხვდებით ხელგაწვდილს,თვალცრემლიანს,თითებგათოშილს, მაგრამ ვერ ვხედავთ,ღრუბლებს იქით გაგვირბის მზერა, მერე საღამოს გავეხვევით გამთბარ საწოლში, და ვფიქრობთ ,რომ ჩვენც შეგვიძლია უფრთებოდ ფრენა,
ყოველ დღე ასე,ქუჩა–ქუჩა დავეძებთ უფალს, ტაძარში შესვლა არის რწმენის დემონსტრირება, სხვების ტკივილზე,გასაჭირზე არასდროს ვწუხვართ, და მთვრალ მათხოვარს მივაყოლებთ დედის გინებას!
„ჩვენ ვეძებთ უფალს“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მიყვარს ეს ავტორი მე და მუდამ ვკკიტხულობ სიამოვნებით+++++ მიყვარს ეს ავტორი მე და მუდამ ვკკიტხულობ სიამოვნებით+++++
9. უფალი თითოეულ ჩვენგანშია :) ++++ უფალი თითოეულ ჩვენგანშია :) ++++
8. ლექსი მომეწონა, მაგრამ "ტაძარში შესვლა არის რწმენის დემონსტრირება," ამაში ვერ დაგეთანხმები...არ შეიძლება ყველაზე ამის თქმა ++ ლექსი მომეწონა, მაგრამ "ტაძარში შესვლა არის რწმენის დემონსტრირება," ამაში ვერ დაგეთანხმები...არ შეიძლება ყველაზე ამის თქმა ++
7. მომეწონა +2 მომეწონა +2
5. ნორმალური ლექსია:) ნორმალური ლექსია:)
4. ღმერთი ჩვენშია. ღმერთი ჩვენშია.
3. მე ეს ავტორი ძალიან მომწონს და ეს ლექსიც ძალიან კარგია და დამაფიქრებელი + + მე ეს ავტორი ძალიან მომწონს და ეს ლექსიც ძალიან კარგია და დამაფიქრებელი + +
2. უფალი ყველგან არის.:) უფალი ყველგან არის.:)
1. "ვდაგავრთ ხატებთან,თავდახრილი,მოთქმით ვტირივართ, როცა ყოველ დღე უფალს ქუჩის კუთხეში ვხვდებით, "
(◠‿◠) ..... მაქსიმუმი ჩემგან... "ვდაგავრთ ხატებთან,თავდახრილი,მოთქმით ვტირივართ, როცა ყოველ დღე უფალს ქუჩის კუთხეში ვხვდებით, "
(◠‿◠) ..... მაქსიმუმი ჩემგან...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|