ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


ჯარისკაცის აგონია

არ მეშინია ღმერთო სიკვდილის,
მაგრამ სიცოცხლე მიყვარს ძალიან.
გულზე დამაწვა,როგორც სიმძიმე,
თითქოს ცხოვრება პატარძალია

და ვეთხოვები სატრფოს უსუსურს,
რადგან სიკვდილი მაინც ბატონობს.
მაგრამ ამაყად დავტოვებ მიწას
გულზე კაეშნად რომც დამათოვოს.

რას ვინატრებდი უკეთეს სიკვდილს
სამშობლოს თავი რადგან შევწირე.
მე სულს გავატან სამოთხის ბაღის
ანგელოზთ,ღმერთის ლამაზ ვეზირებს.

აქ დალპეს ხორცი,ჩაბარდეს მიწას,
დაღრღნას ჭიებმა,მიწის მატლებმა,
ოღონდ არ ერქვას ამას სიკვდილი,
ოღონდ უწოდონ გარდაცვალება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები