ხანდახან როგორ ეცოტავება ფილტვებს ჰაერი...ვერ ვძლებ მიწაზე.მინდა პატარა ცისფერი ფრთები,რომ გაფრენა შევძლო...სულ სხვა სივრცეები მიხმობენ და თავისუფლებას მიჩვეული სული,სხეულის პატიმრობას ვერ გუობს.მე ზეცის შვილი ვარ,ეს კი ბევრს არ ესმის.წლები ქვიშასავით მეცლება ხელიდან და მაინც ვცდილობ შევაჩერო დრო,მაგრამ ყოველთვის რაღაც მრჩება უთქმელი.ვგრძნობ დედამიწის ბრუნვას და სისხლი მეყინება.ჩემს თვალში პატარავდება ატმოსფერო.მექანიკურად რაღაც უხილავი ძაფით მაიძულებენ მოძრაობას.არ მინდა ვიყო რაღაცის ნაწილი.ცალკეული ფიგურის როლი უფრო მიზიდავს ვიდრე დედოფლის ან უბრალო პაიკის.ნეტავ, ოდესმე მაინც თუ შევიცნობ ზღვარს რეალურსა და ირალურ სამყაროს შორის?!ან რა არის კარგი და რა ცუდი?რატომ არსებობს ყოველთვის მედლის ორი მხარე?ორი სიმართლე და ერთდროულად უდანაშაულოც და დამნაშავეც?!სულში ფიქრების ქარიშხლი ამოვარდა,ზვირთები მახრჩობს.ვხვდები,რა ცოტა მაკლია შეშლამდე,მაგრამ ვერ ვგრძნობ შიშს...ცხოვრებას ვუყურებ როგორც ამოცანას,რომლის ამოხსნაც ჯერ კიდევ ვერ შევძელი.(შევძლებ კი ოდესმე?!)დრო კი მიდის,სულ არ ცდილობს გამიგოს.ვწუხვარ გაფრენილ ბავშვობაზე.დამსხვრეულ ოცნებეზე,იმედებზე,ფრთებზე...მგონი,არც არასდროს ვყოფილვარ ბავშვი...თავდაყირა ვაყენებ მოგონებებს.აი,წარსულიდან ვიღაც მთელი სხეულით მიღიმის.ხელში თოჯინა უჭირავს და სახლობანას თამაშობს.უეცრად იწყებს ტირილს,რადგან თოჯინამ გაარტყა.თვალები ცრემლებით მევსება.სადღაც გულის სიღრმეში ძარღვი მწყდება.სინამდვილეში რა მწარე ყოფილა ცხოვრების დარტყმები.მენატრება დაკარგული თუ ვინ იცის არარსებული ბავშვობაც კი...აქ,მარცხნივ ვგრძნობ ნიავის ქროლვას...მცივა...ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ლიანდაგზე ვზივარ და სადაცაა მატარებელი გადამივლის. მარტოობისაგან ვიწყებ საუბარს აჩრდილებთან,რომლებიც ჩემთან ერთად ოთახში არიან.ერთ-ერთი მათგანი თეთრ პერანგს მაწვდის.მე კი ვიღიმი...ვიცვამ,მერე ვათვალიერებ საკუთარ თავს სარკეში.ვხვდები,ეს სხეული არ არის ჩემი,მე მხოლოდ სული ვარ.გაანადგურე ყვირის ვიღაც თუ რაღაც ჩემში...მერე მუხლები მეკეცება, პულსი ნელდება და თვალებს ვხუჭავ...უკვე მიმავალს მახსენდება მიზანი.სამყაროს შეცვლის ამბიცია თუ ჯიუტი სურვილი,არ ვიცი...უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.ისევ ოთახი,მარტოობა,სულები...ფიქრების ხეივანს მივუყვები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გაიხარეთ!თქვენც წარმატებებს გისურვებთ! :) გაიხარეთ!თქვენც წარმატებებს გისურვებთ! :)
11. ნაგრძნობი გაქვს აქ ივდო ნამდვილად,ისე ვერ დაწერდი ამას ალბათ,კარგი გოგო ხარ შენ,წარმატებები სულ + ნაგრძნობი გაქვს აქ ივდო ნამდვილად,ისე ვერ დაწერდი ამას ალბათ,კარგი გოგო ხარ შენ,წარმატებები სულ +
10. წარმატებები,მე მომეწონა++ წარმატებები,მე მომეწონა++
9. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
7. თქვენმა კომენტარმა უფლებების შესახებ, თქვენს მიმართ პატივით განმაწყო. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ. ნაწარმოები კარგია. ++ თქვენმა კომენტარმა უფლებების შესახებ, თქვენს მიმართ პატივით განმაწყო. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ. ნაწარმოები კარგია. ++
6. ანი მე ცუდი კომენტარების გამო არავის არ ვერჩი,მე მაქვს უფლება ვწერო,ის რასაც მართლა ვგრძნობ,თქვენ კი გაქვთ უფლება საკუთარი აზრი გამოთქვათ. :) ანი მე ცუდი კომენტარების გამო არავის არ ვერჩი,მე მაქვს უფლება ვწერო,ის რასაც მართლა ვგრძნობ,თქვენ კი გაქვთ უფლება საკუთარი აზრი გამოთქვათ. :)
5. Aრაფერი ღირებული....
Aღარ ვევასები ავტორს ალბათ... მაგრამ გპირდები, გოგონავ, როგრც კი რამე მომეწონება, პირველი მე შეგაქებ ! Aრაფერი ღირებული....
Aღარ ვევასები ავტორს ალბათ... მაგრამ გპირდები, გოგონავ, როგრც კი რამე მომეწონება, პირველი მე შეგაქებ !
4. გაიხარეთ მეგობრებო! :) გაიხარეთ მეგობრებო! :)
3. ხასიათიანია. კარგი ხარ +2 ხასიათიანია. კარგი ხარ +2
2. ივდო რა ემოციებით დახუნძლული ნაწერი მოგვიტანე. ძალიან მომეწონა, დავიხუნძლე შეგრძნებებით:) ყოჩაღ:) ივდო რა ემოციებით დახუნძლული ნაწერი მოგვიტანე. ძალიან მომეწონა, დავიხუნძლე შეგრძნებებით:) ყოჩაღ:)
1. უკვე მიმავალს მახსენდება მიზანი.სამყაროს შეცვლის ამბიცია თუ ჯიუტი სურვილი,არ ვიცი...უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.ისევ ოთახი,მარტოობა,სულები...ფიქრების ხეივანს მივუყვები...--ძალიან ემოციური და აზრიანი ნაწერია.მელანქოლიურიც,,,გისურვებ წარმატებებს და მეტ ოპტიმიზმს + + უკვე მიმავალს მახსენდება მიზანი.სამყაროს შეცვლის ამბიცია თუ ჯიუტი სურვილი,არ ვიცი...უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.ისევ ოთახი,მარტოობა,სულები...ფიქრების ხეივანს მივუყვები...--ძალიან ემოციური და აზრიანი ნაწერია.მელანქოლიურიც,,,გისურვებ წარმატებებს და მეტ ოპტიმიზმს + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|