ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


თორნიკე ქობულაშვილს

          თორნიკეს
და რადგან ახლა, ჩემო ძმაო, შორსა ხარ ასე,
მჩვევია როგორც, გეტყვი ისე, მომენატრეთქო...
და ის  წუთები, დაუთვლელი, ბავშვობით სავსე,
ყველა ჩავლაზე გონებაში რომ ამოვქექო,
გამახსენდება ყოველი დღე ჩაბჟრიებამდე,
როცა თვალები, სიცილისგან აგვცრემლებია.
არ დაგვიცდია, როდის ღრუბლები გადაივლიან,
საკეთებელი თავის დროზე გვიკეთებია..
არ ვიცი ცაზე, ვარსკვლავების რაოდენობა,
ან ოკეანე, რამდენ წვეთში დაიცლებოდა,
მაგრამ რაც ძმობა შეგვიქმინა, ერთიანობა,
არცერთ ვარსკვლავში და არც ზღვებში გაიცვლებოდა.
გზები, დღეები, საათები ფეხით  ვიარეთ,
ჩვენ ცხოვრებაში ადგილები დავინაწილეთ,
გავინაწლიეთ  სიხარული,სიყვარულები,
არცერთ ნაბიჯზე, არცერთ წუთში რომ არ ვიფრთხილეთ
და როგორ  მინდა, გიყურებდე თვალებში ახლა,
რომ  სიამაყით გავსებული მაჯის ძარღვები,
დამრჩა მკლავებში და ყოველ დღე უშნოთ დამაქვს
როგორც კეთილი და ერთობის არსად  დამრღვევი...
და რადგან ახლა, ჩემო ძმაო, შორსა ხარ ასე,
მჩვევია როგორც, გეტყვი ისე, მომენატრეთქო
და ის წუთები, უთვალავი, ჩვენობით სავსე,
ზურგზე ხურჯინით მოვიკიდო შენ ჩამოსვლამდე...

(დიდი სიყვარულით შენი შოთა ნოზაძე)
02.20.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები