ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზერელი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


და მხოლოდ ერთხელ...

ერთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა
ივიწყებს კანონს,გადასულს თავზე
ამტვრევს ჩარჩოებს,აშიშვლებს გრძნობებს
აგიჟებს სხეულს გადაღლილს ძალზე...
ერთხელ ხომ მაინც ასრულებს ყველა
უაზროდ ნათქვამს,ჩანაფიქრ დარდებს
იძულებს ყველას,ივიწყებს წარსულს
და მერე ხვდება ვერ შეძლებს ამდენს...
მაგრამ სურვილი რჩება სურვილად
და მწველი გრძნობა გადაწვავს სხეულს
დიდი გრძნობები რჩება გრძნობებად
და ეკიდება ფეხდაფეხ გრძნეულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს