 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 28 თებერვალი, 2014 |
ვიმზადებ ხურჯინს
მოგზაურივით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ საგზლად დარდსა და ვარამს, არ დამრჩეს ბრაზი და ბოღმა, ქუჩის ძაღლივით თან რომ მალულად დამაქვს.
მოგზაურივით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს.
მოგზაურივით ვიმზადებ ხურჯინს, წავიღებ ყველა ლანძღვას და წყევლას, რაც ვერ ვთქვი, რადგან სენი მაქვს მუნჯის... ვაგროვე, ვფუთე, ვინახე ყველა.
მოგზაურივით ვიმზადებ ხურჯინს, ამ დღისთვის, დიდი წასვლისთვის მზად მყოფს არ უნდა დამრჩეს სიავე გურჯის. რაც ჩემს ქვეყანას ამძიმებს, აზრობს...
მოგზაურივით ვილაგებ ხურჯინს, მივდივარ, მიმაქვს ყველას ვარამი, იქნება ახლა, ამ ქვეყნის გულში, - სიკეთე გახდეს უფრო მთავარი....
წავედი. მიმაქვს მძიმე ხურჯინი...
3.02.2014წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. კარგი ლექსია... +2 კარგი ლექსია... +2
24. ჯაფარ დუდაევო. კარგი ლექსია. შენიშვნები უკვე მოუციათ ქვემოთ:) +++წარმატებები:) ჯაფარ დუდაევო. კარგი ლექსია. შენიშვნები უკვე მოუციათ ქვემოთ:) +++წარმატებები:)
23. გმადლობ -(მოიცა სწორად გადმოვიწერო სახელი :დ) ენმესაგშარრო. :D :D გმადლობ -(მოიცა სწორად გადმოვიწერო სახელი :დ) ენმესაგშარრო. :D :D
22. კარგი ხარ ავტორო კარგი ხარ ავტორო
21. ჭა უღრმესი მადლობა. ბევრს არ აქვს სიღრმეში დაყვინთვის ნიჭი. მიხარია რომ არა ყველას... ჭა უღრმესი მადლობა. ბევრს არ აქვს სიღრმეში დაყვინთვის ნიჭი. მიხარია რომ არა ყველას...
20. ყველას ჩვენ ჩვენი ხურჯინი დაგვაქვს... საკითხავია შიგნით ვის რა გვაქვს...:)) კარგი იყო...:-* მიყვარს ფილოსოფიური ლექსები... ყველას ჩვენ ჩვენი ხურჯინი დაგვაქვს... საკითხავია შიგნით ვის რა გვაქვს...:)) კარგი იყო...:-* მიყვარს ფილოსოფიური ლექსები...
18. მაგდალენა ბეი... რომ არ მოგატყუო არ მაქვს ეგ წაკითხული
ნინა, კარგი ვერსიაა, გმადლობ
თემურ, ირინკა გმადლობთ მაგდალენა ბეი... რომ არ მოგატყუო არ მაქვს ეგ წაკითხული
ნინა, კარგი ვერსიაა, გმადლობ
თემურ, ირინკა გმადლობთ
17. ძირითადად თქვეს უკვე ჩემი სათქმელი და კიდევ ერთი არ მომეწონა მე, ყველა სტროფი რომ ერთიდაიმავე ფრაზით იწყება, მგონია რომ არ იხდენს ლექსი, ეს ჩემი პირადი აზრია, თქვენ უკეთ იცით :) მთლიანობაში სხვა დასაწუნი არაფერი აქვს, კარგია
ძირითადად თქვეს უკვე ჩემი სათქმელი და კიდევ ერთი არ მომეწონა მე, ყველა სტროფი რომ ერთიდაიმავე ფრაზით იწყება, მგონია რომ არ იხდენს ლექსი, ეს ჩემი პირადი აზრია, თქვენ უკეთ იცით :) მთლიანობაში სხვა დასაწუნი არაფერი აქვს, კარგია
16. იმდენად ღრმააზრიანია, რომ არ დგება იმის საჭიროება, ლექსში სხვა რამეზე გაამახვილო ყურადღება. ++ იმდენად ღრმააზრიანია, რომ არ დგება იმის საჭიროება, ლექსში სხვა რამეზე გაამახვილო ყურადღება. ++
15. გავკადნიერდები და გირჩევთ, სიტყვა "მონადირესავით" ჩაანაცვლოთ, თუნდაც სიტყვით "მოგზაურივით", რადგან ლექსში მაინც არ ჩანს რომ "სანადიროთ" მიდიხართ. ზომაშიც გასწორდებოდა.
აზრი ძალიან მომეწონა ++ რითმებს რაც შეეხება, არ არის სავალდებულო (ჩემთვის) ყველა რითმა აღმოჩენა იყოს.
წარმატებები! გავკადნიერდები და გირჩევთ, სიტყვა "მონადირესავით" ჩაანაცვლოთ, თუნდაც სიტყვით "მოგზაურივით", რადგან ლექსში მაინც არ ჩანს რომ "სანადიროთ" მიდიხართ. ზომაშიც გასწორდებოდა.
აზრი ძალიან მომეწონა ++ რითმებს რაც შეეხება, არ არის სავალდებულო (ჩემთვის) ყველა რითმა აღმოჩენა იყოს.
წარმატებები!
14. გაგა ნახუცრიშვილი გამახსენდა:"წავალ დროზე, ჩავალაგებ ხურჯინს,/ დავივიწყე ყველაფერი ძველი, სანამ ღამე ჩამოდგება მუნჯი,/სანამ მოსჩანს გასავლელი ველი."
ხურჯინი გლეხთან უფრო ასოცირდება, ასე მგონია. მონადირესთან __აბგა. იმედია, არ მიწყენს ავტორი. გაგა ნახუცრიშვილი გამახსენდა:"წავალ დროზე, ჩავალაგებ ხურჯინს,/ დავივიწყე ყველაფერი ძველი, სანამ ღამე ჩამოდგება მუნჯი,/სანამ მოსჩანს გასავლელი ველი."
ხურჯინი გლეხთან უფრო ასოცირდება, ასე მგონია. მონადირესთან __აბგა. იმედია, არ მიწყენს ავტორი.
13. გეთანხმები, ვფიქრობ იმ ორი სიტყვის კორექციაზე. გმადლობ გეთანხმები, ვფიქრობ იმ ორი სიტყვის კორექციაზე. გმადლობ
12. მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს. <---- ამ სტროფში რითმა სუსტია,დანარჩენი ძალიან კარგია. მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს. <---- ამ სტროფში რითმა სუსტია,დანარჩენი ძალიან კარგია.
11. გაიხარე ნემე გაიხარე ნემე
10. მომეწონა მე ეს ლექსი თავისი განწყობითაც,სათქმელითაც და არც შესრულებაა სუსტი,
მონადირესავით ვილაგებ ხურჯინს, მივდივარ, მიმაქვს ყველას ვარამი, იქნება ახლა, ამ ქვეყნის გულში, - სიკეთე გახდეს უფრო მთავარი....ყფალმა გისმინოს და წარმატებები ჯაფარას + +
მომეწონა მე ეს ლექსი თავისი განწყობითაც,სათქმელითაც და არც შესრულებაა სუსტი,
მონადირესავით ვილაგებ ხურჯინს, მივდივარ, მიმაქვს ყველას ვარამი, იქნება ახლა, ამ ქვეყნის გულში, - სიკეთე გახდეს უფრო მთავარი....ყფალმა გისმინოს და წარმატებები ჯაფარას + +
9. უღრმესი მადლობა ყველას უღრმესი მადლობა ყველას
8. "მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს.
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, წავიღებ ყველა ლანძღვას და წყევლას, რაც ვერ ვთქვი, რადგან სენი მაქვს მუნჯის... ვაგროვე, ვფუთე, ვინახე ყველა" -
++++55555555555 პირდაპირ მოთავსდა ახლა ეს სტროფები ჩემს განწყობაში. ძალიან მომეწონა ავტორის დამოკიდებულება სიტყვათა წყობასთან. აქ არაა სიტყვათა რახარუხი, მუხას კომენტარს ვეთანხმები.
პატივისცემით: "მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, ვალაგებ სიტყვას, ავყიას, მავნეს, ის, რაც ვაგროვე ოდითგან გულში, ვერ გავატანე ვერც წყალს, ვერც გამვლელს.
მონადირესავით ვიმზადებ ხურჯინს, წავიღებ ყველა ლანძღვას და წყევლას, რაც ვერ ვთქვი, რადგან სენი მაქვს მუნჯის... ვაგროვე, ვფუთე, ვინახე ყველა" -
++++55555555555 პირდაპირ მოთავსდა ახლა ეს სტროფები ჩემს განწყობაში. ძალიან მომეწონა ავტორის დამოკიდებულება სიტყვათა წყობასთან. აქ არაა სიტყვათა რახარუხი, მუხას კომენტარს ვეთანხმები.
პატივისცემით:
6. სევდიანი, მაგრამ სიკეთი იმედიც ჩანს. ისე რა ვიცი და სიმღერა გამახსენდა მგონი"მეფაიტონე" ქვია, კიკაბიძე რო მღერის.
სევდიანი, მაგრამ სიკეთი იმედიც ჩანს. ისე რა ვიცი და სიმღერა გამახსენდა მგონი"მეფაიტონე" ქვია, კიკაბიძე რო მღერის.
5. :) გმადლობთ, რომ ერთი იმედისმომცემი სიტყვა მაინც გამოიმეტეთ ბატონო დავით :) გმადლობთ, რომ ერთი იმედისმომცემი სიტყვა მაინც გამოიმეტეთ ბატონო დავით
4. :))) ფინალი მომეწონა,კაი იყო ;) უკეთური ზრახვები რა მოსატანია? მე მხოლოდ ნაწარმოებებზე გამოვთქვავ ჩემს აზრს,არავითარი პირადი... :))) ფინალი მომეწონა,კაი იყო ;) უკეთური ზრახვები რა მოსატანია? მე მხოლოდ ნაწარმოებებზე გამოვთქვავ ჩემს აზრს,არავითარი პირადი...
3. 2 და მექანიკური შეცდომაა და ჩავასწორებ. გმადლობთ,
მარცვალთრღვევა არ არის, ყველა სტროფის პირველი ხაზია 11, ხოლო დანარჩენი 10 მარცვალი, რაც საერთო ჯამში რიტმსაც თანაბარს ქმნის.
რითმა ორგან მეც მესუსტა, მაგრამ არსად ასგის გამოყენებული რითმა არაა, და ესეიგი არც ისე სუსტი, როგორც თქვენ აღნიშნავთ.
მოწონება-არ მოწონება გემოვნების საკითხია და ამაში ვერ მოგედავებით.
მოხარული ვარ რომ გულდასმით წაგიკითხავთ, გმადლობთ, მაგრამ ერთი რამე კარგი ვერ იპოვეთ რომ ბარემ მიგეწერათ? ან აზრი, იდეა, შედარება, ვერაფერი?
მაინც მიხარია რომ აკომენტარებთ ჩემს ნაჯღაბნებს, ერთგან თქვენ შემოგედავნენ რატომ არ კითხულობ ჩემებსო, (მგონი ბედუინზე) და თქვენ უპასუხეთ: ყველას ვკითხულობ, უბრალოდ სადაც საჭიროდ ვთვლი იქ ვაკომენტარებო, და რადგან აქ თითქმის ყოველთვის აკომენტარებთ, იმ სიტყვების შემდეგ ეს დიდი სტიმულია ჩემთვის... იმედია ეს ყურადღება კეთილი ზრახვებიდან მომდინარეობს... 2 და მექანიკური შეცდომაა და ჩავასწორებ. გმადლობთ,
მარცვალთრღვევა არ არის, ყველა სტროფის პირველი ხაზია 11, ხოლო დანარჩენი 10 მარცვალი, რაც საერთო ჯამში რიტმსაც თანაბარს ქმნის.
რითმა ორგან მეც მესუსტა, მაგრამ არსად ასგის გამოყენებული რითმა არაა, და ესეიგი არც ისე სუსტი, როგორც თქვენ აღნიშნავთ.
მოწონება-არ მოწონება გემოვნების საკითხია და ამაში ვერ მოგედავებით.
მოხარული ვარ რომ გულდასმით წაგიკითხავთ, გმადლობთ, მაგრამ ერთი რამე კარგი ვერ იპოვეთ რომ ბარემ მიგეწერათ? ან აზრი, იდეა, შედარება, ვერაფერი?
მაინც მიხარია რომ აკომენტარებთ ჩემს ნაჯღაბნებს, ერთგან თქვენ შემოგედავნენ რატომ არ კითხულობ ჩემებსო, (მგონი ბედუინზე) და თქვენ უპასუხეთ: ყველას ვკითხულობ, უბრალოდ სადაც საჭიროდ ვთვლი იქ ვაკომენტარებო, და რადგან აქ თითქმის ყოველთვის აკომენტარებთ, იმ სიტყვების შემდეგ ეს დიდი სტიმულია ჩემთვის... იმედია ეს ყურადღება კეთილი ზრახვებიდან მომდინარეობს...
2. არ მომწონს,მარცვალრღვევაა, სუსტი რითმები,რიტმიდან ამოვარდნა. პირველ სტროფში მესამე ხაზში "2" და გაქვს,ერთი მოაიცილე არ მომწონს,მარცვალრღვევაა, სუსტი რითმები,რიტმიდან ამოვარდნა. პირველ სტროფში მესამე ხაზში "2" და გაქვს,ერთი მოაიცილე
1. აზრობს... დამზრალი--დან აზრობს... დამზრალი--დან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|