საქართველო-წმინდა მიწა ქართველთა, საქართველო- წვით უქრობი ლამპარი, მტრის ლახვარმა რწმენა ვეღარ გათელა, სულ შეხორცდა ჭრილობათა ნაპრალნი. საქართველო- ღრმა ემბაზის ჭურჭელი, ღმერთო გვიხსენ, საქართველოს ოსსანა! ერთგულება-ბასრი ხმლითაც უჭრელი, საქართველო- მხნე ქვეყანა მგოსანთა. ქართველკაცი-ერის მცველი მახვილით, საქართველოს მიწა- სისხლის ღადარი, წყაროს წყლებიცრემლებია დაღვრილი, იალბუზის თხემზე თოვლად გამდნარი. საქართველოს სულში მინდა ჩავეფლო, საბნად მქონდეს ბამბის ქულა ნისლები, გრძნობის ლავამ კოცონივით ჩამფერფლოს, მეტად გეტრფი, სიყვარულში ვიცვლები. საქართველო - ფეთქავს ლოცვის საკანი, მის კარიბჭეს გრიგალიც ვერ შეარხევს, გმირთ მჭლე მიწა,ხმლით ნარწევი აკვანი, ზოგჯერ მწუხრი,შავ კუბასტში შეგახვევს. მუდამ გმტრობენ- გამოღმიდან,გაღმიდან, თავზე მკვირცხლად გესხმის მტერი აშარი, გაიბრძოლებ, სისხლის ნაკადს დაღვრი და სისხლის ნაცვლად,ძარღვში დაგდის შაშარი. მიხმობს მთები, თვალწარმტაცი კორდები, კბოდე კლდენი მხიბლავს,ეშხით,მეჩანგეს, გეტრფი,თვალზე ლაღ ცრემლებად გორდები შენ გმირი ხარ,მტრის ხმალს არ დაეჩაგრე.
თ.ჭახნაკია 2013წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. კომენტარებს არ ვკითხულობ,ძალიან გადამღალა ამდენმა გაუთავებელმა კამათმა. საქართველოს სულში მინდა ჩავეფლო, საბნად მქონდეს ბამბის ქულა ნისლები, გრძნობის ლავამ კოცონივით ჩამფერფლოს, მეტად გეტრფი, სიყვარულში ვიცვლები. გავორპლიუსდები :) წარმატებები! კომენტარებს არ ვკითხულობ,ძალიან გადამღალა ამდენმა გაუთავებელმა კამათმა. საქართველოს სულში მინდა ჩავეფლო, საბნად მქონდეს ბამბის ქულა ნისლები, გრძნობის ლავამ კოცონივით ჩამფერფლოს, მეტად გეტრფი, სიყვარულში ვიცვლები. გავორპლიუსდები :) წარმატებები!
26. ძალიან სუსტია.................სალაპარაკოდაც არ ღირს..........რა შუაშია რითმები და ტექნიკა.....................ნიჭი, ძამიკო ნიჭი!!!........... ძალიან სუსტია.................სალაპარაკოდაც არ ღირს..........რა შუაშია რითმები და ტექნიკა.....................ნიჭი, ძამიკო ნიჭი!!!...........
25. კარგი ლექსია:)რითმები უკეთესიც შეიძლება:) დავით კვიტეტიანის ნათქვამს არ დაუჯერო ნაღდად. კარგი ლექსია:)რითმები უკეთესიც შეიძლება:) დავით კვიტეტიანის ნათქვამს არ დაუჯერო ნაღდად.
24. მშვენიერი რჩევებია ქვემოთ საიმისოდ, თუ როგორ უნდა შეაჩეროს პოტენციურმა პოეტმა ზრდა! :)
მშვენიერი რჩევებია ქვემოთ საიმისოდ, თუ როგორ უნდა შეაჩეროს პოტენციურმა პოეტმა ზრდა! :)
23. დავით ბატონო მიხარია, რომ ლექსი წაიკითხე,გაიაზრე და შენი აზრიც გადმოეცი.ჩემს აზრსაც მოგახსენებ და ამ თემაზე საუბარს მე დავასრულებ,რადგან გამოცდილება მკარნახობს თუ სადამდე მივალთ,ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა და ცოდნის გამო:)
რაც შეეხება თანამედროვეთა მიერ გავრცელებულ და გაბატონებულ შეხედულებას ზმნების არ გარითმვისა, ეს ჩემთვის ბანალური თემაა,რადგან ლექსის ხარისხი ამით არ მცირდება,მთავარია აზრობრივად იყოს გამართული და რითმა იყოს ზუსტი.
"სისხლის ნაცვლად,ძარღვში დაგდის შაშარი"ამ ფრაზას რაც შეეხება სიტყვა"შაშარი"ეს მებრძოლი,მეომარი სისხლის სიმბოლოა.და თქვენეული ინტერპრეტაცია არის ნაჩქარევი დასკვნა.
"საქართველოს მიწა- სისხლის ღადარი"-ეს ფრაზა ამბობს,რომ საქართველოს მიწაში ბევრი მებრძოლი დამარხულა და ჩამწვარა.ანუ სისხლის ღადარი სიმბოლოა სხეულდაგლეჯილი და დაცემული გმირის. რითმებს რაც შეეხება საერთო ჯამში,გეთანხმებით ზუსტი რითმები არ მაქვს გამოყენებული, ამ კონკრეტულ ლექსში.
თანამედროვე ავტორებიდან ვინც დაასახელე, მათი ყველა ლექსი კარგად ვიცი და ვაფასებ დამსახურების მიხედვით.ასევე სხვებისაც. შენს რჩევას თანამედროვე ლექსიკით წერის შესახებ,არასოდეს მივიღებ და არავის ვურჩევმსგავს რამეს,რადგან საკმარისად ყავს საქართველოს სლენგით ქართული ენის გამხრწნელი ავტორები.ჩემი მიზანი კიდევ ის არის, რომ მივიწყებული ქართული სიტყვები გავაცოცხლო და ამ მიზანს ბოლომდე მივიყვან:)რადგან მირჩევნია არქაული სიტყვები განვაახლო და ქართულად ვწერო.ოტიასი არ იყოს"რუსთაველმა იმხელა ვეფხისტყაოსანი დაწერა შე კაცო და თქვენ უცხო სიტყვები არ გამოიყენოთ ქართული არ გყოფნით საბჟუტუროდო"ასე რომ არ დამემართოს.
ჩემთვის ცოცხალი პოეტებიდან იკა ქადაგიძეა უბადლო პოეტი. თუ არ იცნობთ მის ლექსებს გირჩევთ წაიკითხოთ.
პატივისცემით:) დავით ბატონო მიხარია, რომ ლექსი წაიკითხე,გაიაზრე და შენი აზრიც გადმოეცი.ჩემს აზრსაც მოგახსენებ და ამ თემაზე საუბარს მე დავასრულებ,რადგან გამოცდილება მკარნახობს თუ სადამდე მივალთ,ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა და ცოდნის გამო:)
რაც შეეხება თანამედროვეთა მიერ გავრცელებულ და გაბატონებულ შეხედულებას ზმნების არ გარითმვისა, ეს ჩემთვის ბანალური თემაა,რადგან ლექსის ხარისხი ამით არ მცირდება,მთავარია აზრობრივად იყოს გამართული და რითმა იყოს ზუსტი.
"სისხლის ნაცვლად,ძარღვში დაგდის შაშარი"ამ ფრაზას რაც შეეხება სიტყვა"შაშარი"ეს მებრძოლი,მეომარი სისხლის სიმბოლოა.და თქვენეული ინტერპრეტაცია არის ნაჩქარევი დასკვნა.
"საქართველოს მიწა- სისხლის ღადარი"-ეს ფრაზა ამბობს,რომ საქართველოს მიწაში ბევრი მებრძოლი დამარხულა და ჩამწვარა.ანუ სისხლის ღადარი სიმბოლოა სხეულდაგლეჯილი და დაცემული გმირის. რითმებს რაც შეეხება საერთო ჯამში,გეთანხმებით ზუსტი რითმები არ მაქვს გამოყენებული, ამ კონკრეტულ ლექსში.
თანამედროვე ავტორებიდან ვინც დაასახელე, მათი ყველა ლექსი კარგად ვიცი და ვაფასებ დამსახურების მიხედვით.ასევე სხვებისაც. შენს რჩევას თანამედროვე ლექსიკით წერის შესახებ,არასოდეს მივიღებ და არავის ვურჩევმსგავს რამეს,რადგან საკმარისად ყავს საქართველოს სლენგით ქართული ენის გამხრწნელი ავტორები.ჩემი მიზანი კიდევ ის არის, რომ მივიწყებული ქართული სიტყვები გავაცოცხლო და ამ მიზანს ბოლომდე მივიყვან:)რადგან მირჩევნია არქაული სიტყვები განვაახლო და ქართულად ვწერო.ოტიასი არ იყოს"რუსთაველმა იმხელა ვეფხისტყაოსანი დაწერა შე კაცო და თქვენ უცხო სიტყვები არ გამოიყენოთ ქართული არ გყოფნით საბჟუტუროდო"ასე რომ არ დამემართოს.
ჩემთვის ცოცხალი პოეტებიდან იკა ქადაგიძეა უბადლო პოეტი. თუ არ იცნობთ მის ლექსებს გირჩევთ წაიკითხოთ.
პატივისცემით:)
22. არსებითი სახელი მეტყველების ნაწილია, წინადადების წევრია ქვემდებარე. მიყვარდა გრამატიკა სკოლაში :) არსებითი სახელი მეტყველების ნაწილია, წინადადების წევრია ქვემდებარე. მიყვარდა გრამატიკა სკოლაში :)
21. ისე, არსებითი სახელი წინადადების წევრია თუ მეტყველების ნაწილი ?
თემურ, წერეთ როგორც გეწერებათ, ვერ დავეთანხმები ადამიანს, რომელიც გირჩევთ საკუთარი ნებით გავლენის ქვეშ მოიქციოთ თავი.
რა თქმა უნდა კარგია "ძლიერი რითმები" , მაგრამ ჩემთვის ის უფრო კარგია, რომ როგორც გეწერებათ ისე წეროთ და არ ფიქრობდეთ აუ ეს ასე ჯობია, ამას შევცვლი, ეს არ მოეწონებათ და ა.შ.
თუნდაც "სუსტი" გამოვიდეს ლექსი, ინდივიდუალური იქნება "ძლიერი" , ესაა მთავარი , ამას ვაფასებ თქვენში.
წარმატებებს გისურვებთ ისე, არსებითი სახელი წინადადების წევრია თუ მეტყველების ნაწილი ?
თემურ, წერეთ როგორც გეწერებათ, ვერ დავეთანხმები ადამიანს, რომელიც გირჩევთ საკუთარი ნებით გავლენის ქვეშ მოიქციოთ თავი.
რა თქმა უნდა კარგია "ძლიერი რითმები" , მაგრამ ჩემთვის ის უფრო კარგია, რომ როგორც გეწერებათ ისე წეროთ და არ ფიქრობდეთ აუ ეს ასე ჯობია, ამას შევცვლი, ეს არ მოეწონებათ და ა.შ.
თუნდაც "სუსტი" გამოვიდეს ლექსი, ინდივიდუალური იქნება "ძლიერი" , ესაა მთავარი , ამას ვაფასებ თქვენში.
წარმატებებს გისურვებთ
20. გმადლობთ ,ბატონო დავით,ასე დაწვრილებით რომ ისაუბრეთ ამ საკითხზე..თქვენ მიერ ჩამოთვლილი ოეტების შემოქმედებას საკმაოდ კარგად ვიცნობ...მაგრამ,ისე ვწერ,როგორც მომადგება ხოლმე სათქმელი,უპირატესობას ემოციას და მელოდიურობას ვანიჭებ..აქ ძალაუნებურად ხდება რითმის უგულებელყოფა.ლექსის ,,კეთება " არ მჩვევია,მე არა ვარ პოეტი,ვწერ იმისთვის,რომ ემოციებისგან დავიცალო.რითმა ჩემთვის თვითმიზანი არ არის.თქვენთან უკაცრავად,თქვენ არც იცნობთ,ალბათ,ჩემს ლექსებს,მაგრამ ვინც ნახა,იმათ მიმითითეს რითმაზე,აქ რომ ეს საკითხი წამოიჭრა-ჩავერიე,თუ ეს თავხედობაში არ ჩამეთვლება. არა უშავს,დავრჩე ისევ სუსტრითმიან ავტორად,ვისაც სურს -წაიკითხავს,ვისაც არა-მისი ნებააა! იმას,რომ წინასწარ ჩამოვწერო სარითმო წყვილები და ლექსი ,,მოვარგო"...ნამდვილად მირჩევნია,ჩემი სათქმელი რიტმულად და მელოდიურად მივიტანო მკითხველამდე. ის წინა თაობის პოეტები,აქ რომ ახსენეთ, იმიტომაც არიან დღემდე დაუვიწყარი,რომ განწყობას,ემოციას,სათქმელს,მელოდიურობას და მხატვრულ-მეტაფორულ მხარეს აქცევდნენ ყურადღებას. ახლა იმაზე თუ ვიფიქრე,ეს არსებითია,ეს კი ზმნა,ეს ზედსართავი_ვერ ვიტყვი იმას,რისი თქმაც მინდა და გამომივა ყალბი, ხომ გინახავთ ქალი,კოსმეტიკური საშუალებებით ლამაზად მოხატული,ყველაფერი თავის ადგილას რომ აქვს,მაგრამ ხელოვნურობა გეცემა თვალში და უსიცოცხლოდ გეჩვენება?! საწყენი რა უნდა იყოს,პირიქით,დიდი მადლობა რომ ასე დაწვრილებით გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება,(მგონი თემოსაც არ სწყენია,რომ მის გვერდზე ჩავერიე თქვენთან დიალოგში,მისთვისაც სასარგებლო იქნება ეს. პატივისცემით...ნემეზიდა გმადლობთ ,ბატონო დავით,ასე დაწვრილებით რომ ისაუბრეთ ამ საკითხზე..თქვენ მიერ ჩამოთვლილი ოეტების შემოქმედებას საკმაოდ კარგად ვიცნობ...მაგრამ,ისე ვწერ,როგორც მომადგება ხოლმე სათქმელი,უპირატესობას ემოციას და მელოდიურობას ვანიჭებ..აქ ძალაუნებურად ხდება რითმის უგულებელყოფა.ლექსის ,,კეთება " არ მჩვევია,მე არა ვარ პოეტი,ვწერ იმისთვის,რომ ემოციებისგან დავიცალო.რითმა ჩემთვის თვითმიზანი არ არის.თქვენთან უკაცრავად,თქვენ არც იცნობთ,ალბათ,ჩემს ლექსებს,მაგრამ ვინც ნახა,იმათ მიმითითეს რითმაზე,აქ რომ ეს საკითხი წამოიჭრა-ჩავერიე,თუ ეს თავხედობაში არ ჩამეთვლება. არა უშავს,დავრჩე ისევ სუსტრითმიან ავტორად,ვისაც სურს -წაიკითხავს,ვისაც არა-მისი ნებააა! იმას,რომ წინასწარ ჩამოვწერო სარითმო წყვილები და ლექსი ,,მოვარგო"...ნამდვილად მირჩევნია,ჩემი სათქმელი რიტმულად და მელოდიურად მივიტანო მკითხველამდე. ის წინა თაობის პოეტები,აქ რომ ახსენეთ, იმიტომაც არიან დღემდე დაუვიწყარი,რომ განწყობას,ემოციას,სათქმელს,მელოდიურობას და მხატვრულ-მეტაფორულ მხარეს აქცევდნენ ყურადღებას. ახლა იმაზე თუ ვიფიქრე,ეს არსებითია,ეს კი ზმნა,ეს ზედსართავი_ვერ ვიტყვი იმას,რისი თქმაც მინდა და გამომივა ყალბი, ხომ გინახავთ ქალი,კოსმეტიკური საშუალებებით ლამაზად მოხატული,ყველაფერი თავის ადგილას რომ აქვს,მაგრამ ხელოვნურობა გეცემა თვალში და უსიცოცხლოდ გეჩვენება?! საწყენი რა უნდა იყოს,პირიქით,დიდი მადლობა რომ ასე დაწვრილებით გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება,(მგონი თემოსაც არ სწყენია,რომ მის გვერდზე ჩავერიე თქვენთან დიალოგში,მისთვისაც სასარგებლო იქნება ეს. პატივისცემით...ნემეზიდა
19. ლამპარი-ნაპრალნი ღადარი-გამდნარი ნისლები-ვიცლები შეარხევს-შეგახვევს აშარი-შაშარი
ბატონებო, ეს წყვილები არის ე.გ. მარტივი სარითმო წყვილები, ამასთან ერთად, უმეტეს მათგანში, კლაუზულა მთარვრდება ერთი და იგივე ხმოვანზე, წყვილები რიგ შემთხვევაში არის ერთნაირი წინადადების წევრი მაგ: არსებითი სახელი-არსებითზეა გარითმული, ზმნა-ზმანზე და ა.შ. როგორც წესი, პოეზია ბევრ რამეს იტევს, მაგრამ ეს ლექსი ზედმეტადაა გაჯერებული მსგავსი წყვილებით.
მე მესმის, მთელი თაობები გაიზარდა 20 იანი წლების პოეზიაზე, რომლის გავლენა რითმებშიც და ლექსიკაშიც იგრძნობა (მეც ასე ვიყავი) მაგრამ არც გალაკტიონი და არც გამოჩენილი ცისფერყანწელები, ამდაგვარ სარითმო წყვილებს არ იყენებდნენ. იმიტომ რომ, მათი მიგნება უადვილესია და ბანალურამდე დაყვანილი. პოეტის მოვალეობაა, ისე გადმოსცეს სათქმელი, სხვა რომ ვერ იტყვის. თან ეპოქას უნდა შეესაბამებოდეს, თანამედროვე ლექსიკას.
ბატონო თემურ, გაგიკვირდებათ ალბათ და მე, დიდი არაფერი გამეგება ლიტერატურაში, მაგრამ წაკითხული მაქვს ლიტერატურა რითმების შესახებ და გეტყვით, რომ თეორიული ცოდნა არაფერია, თუ პრაქტიკაში ამდაგვარ წყვილებს გამოიყენებთ.
მაგ: აშარი-შაშარი სიტყვა შაშარი, ნიშნავს ლანცეტს. ანუ დანას. როგორ პოეტურადაც არ უნდა აღვიქვა, ელემენტარულად ცუდი სტრიქონია: "სისხლის ნაცვლად,ძარღვში დაგდის შაშარი." ძარღვებში დაუდის ლანცეტი?! შეიძლება გეთქვათ, ფოლადი, რვალი, მაგრამ ლანცეტის შემოტანით, არადამაჯერებელი და გულწრფელობას მოკლებული მეჩვენა სტროფი. იგივე შემიძლია ვთქვა მთლიან ლექსზე, რადგან მოძველებული ლექსიკა და ბანალური რითმები, ყველანაირ სილამაზეს აკარგინებს ნაწერს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შედარებები რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ არადამაჯერებელია.
მაგ: "საქართველოს მიწა- სისხლის ღადარი" ღადარი ნიშნავს ნაკვერჩხლიან ნაცარს. სისხლის ღადარი ანუ სისხლის ნაცარი?! დანაცრებული სისხლი ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია. ანუ ამბობთ, რომ საქართველოს მიწა არის დამწვარი სისხლი, დანაცრებული სისხლი?! მე პირადად ეს შედარება არ მომწონს და შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ სიტყვა ღადარი შემოტანილია სიტყვა გამდნართან გასარითმად.
მოკლედ, ჩემის მხრივ, გირჩევთ თანამედროვე პოეზიას გაეცნოთ, გამოჩეილ მწერლებს. საჯაია, გეთაშვილი, როი და ბევრი კიდევ. თუ უკვე იცნობთ, დააკვირდით როგორი წყვილები აქვთ და ადვილად მიხვდებით, რას ვგულისხმობ.
იმედია საწყენად არაფერს მიიღებთ.
სიკეთე ყველას! ლამპარი-ნაპრალნი ღადარი-გამდნარი ნისლები-ვიცლები შეარხევს-შეგახვევს აშარი-შაშარი

სიკეთე ყველას!
18. ჰოდა,საქმეც იმაშია,ბატონო თემურ,რომ როცა ამ ზუსტ რითმებზე ვფიქრობ და მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული,სათქმელი მეკარგება :( სულ სხვა გამომდის :( მინდოდა მენახა ერთი იდეალური ნიმუში( არ ვამბობ კლასიკოსებზე,თუმცა გალაკტიონსაც აქვს სუსტი რითმები )თანამედროვე ავტორების ნაწარმოებზე მოგახსენებთ,სადაც ყველა კრიტერიუმი იდეალურადაა შერწყმული_რიტმიც,აზრიც,მხატვრული სახეებიც,თემაც,იდეაც,ლექსიკაც... ეს ალბათ იმის ბრალი,რომ სუსტი ავტორი ვარ...მაგრამ მარტო ჩემზე არა მაქვს ლაპარაკი_ვხედავ რომ ყველას რითმებს უწუნებენ და ამიტომ ვიკითხე. რაც თქვენ ჩამოწერეთ აქ_ეს თეორიულად მეც კი ვიცი,მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელებაა ძნელი,სამწუხაროდ,
ჰოდა,საქმეც იმაშია,ბატონო თემურ,რომ როცა ამ ზუსტ რითმებზე ვფიქრობ და მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული,სათქმელი მეკარგება :( სულ სხვა გამომდის :( მინდოდა მენახა ერთი იდეალური ნიმუში( არ ვამბობ კლასიკოსებზე,თუმცა გალაკტიონსაც აქვს სუსტი რითმები )თანამედროვე ავტორების ნაწარმოებზე მოგახსენებთ,სადაც ყველა კრიტერიუმი იდეალურადაა შერწყმული_რიტმიც,აზრიც,მხატვრული სახეებიც,თემაც,იდეაც,ლექსიკაც... ეს ალბათ იმის ბრალი,რომ სუსტი ავტორი ვარ...მაგრამ მარტო ჩემზე არა მაქვს ლაპარაკი_ვხედავ რომ ყველას რითმებს უწუნებენ და ამიტომ ვიკითხე. რაც თქვენ ჩამოწერეთ აქ_ეს თეორიულად მეც კი ვიცი,მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელებაა ძნელი,სამწუხაროდ,
17. მე ყველას ვურჩევ, ვინც შემოქმედებით არის დაკავებული,წაიკითხოს წიგნები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის შესახებ:) რითმა არის მრავალგვარი:ზუსტი,არაზუსტი,სუსტი,დაქტილური და სხვა...ლექსი თუ რამდენ მარცვლიანი სტრიქონებით არის დაწერილი,ეს განაპირობებს რითმის სახესაც.მაგალითად 10 მარცვლიან ლექსში მოსახერხებელია გამოიყენო ორ ან სამ მარცვლიანი რითმული სიტყვა, ხოლო 14 მარცვლიან ლექსში დაქტილური 4მარცვლიანი რითმა,მაგ"უვარსკვლავი-უარს კვლავო.ალბატროსები-ყალბად მგოსნები,გვიანდერძებს-გვიან ეძებს და უამრავი სხვა.დავდებ თანდათალ ლექსებს რომელიც პრაქტიკული რეალიზება იქნება ამ თეორიის.
ნემეზიდა ნემე-ჩემის აზრით არაფერია იმაში ცუდი მკითხველმა მოისურვოს ზუსტი რითმებით იყოს ლექსი დაწერილი,თუ ეს კონვენციური ლექსია,მაგრამ მირზა გელოვანს არაზუსტი რითმებით აქვს ლექსები ნაწერი,ოთარ ჭილაძესაც და სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, და რა მათი ლექსები ამის გამო ხაზგადასასმელია?სულაც არა.ლექსს მუსიკა უნდა ჰქონდეს, რომ მას ლექსი დაერქვას, კლასიკური ლექსს ასევე რითმა უნდა ჰქონდეს,ან სუსტი ან ძლიერი.სასურველია ზუსტი იყოს მაგრამ ყველას არ აქვს რითმის მიგნების იმუნიტეტი და რა ქნან ამ ადამიანებმა არ წერონ?ეს სიუვიცეა.ყველას ვუსურვებ გამართულად და კარგ რითმებში წერას.
რაც შეეხება ჩემს ამ ლექსის რითმებს, არის რამდენიმე არაზუსტი რითმა გამოყენებული,მართალია.
პატივისცემით თემო:) მე ყველას ვურჩევ, ვინც შემოქმედებით არის დაკავებული,წაიკითხოს წიგნები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის შესახებ:) რითმა არის მრავალგვარი:ზუსტი,არაზუსტი,სუსტი,დაქტილური და სხვა...ლექსი თუ რამდენ მარცვლიანი სტრიქონებით არის დაწერილი,ეს განაპირობებს რითმის სახესაც.მაგალითად 10 მარცვლიან ლექსში მოსახერხებელია გამოიყენო ორ ან სამ მარცვლიანი რითმული სიტყვა, ხოლო 14 მარცვლიან ლექსში დაქტილური 4მარცვლიანი რითმა,მაგ"უვარსკვლავი-უარს კვლავო.ალბატროსები-ყალბად მგოსნები,გვიანდერძებს-გვიან ეძებს და უამრავი სხვა.დავდებ თანდათალ ლექსებს რომელიც პრაქტიკული რეალიზება იქნება ამ თეორიის.
ნემეზიდა ნემე-ჩემის აზრით არაფერია იმაში ცუდი მკითხველმა მოისურვოს ზუსტი რითმებით იყოს ლექსი დაწერილი,თუ ეს კონვენციური ლექსია,მაგრამ მირზა გელოვანს არაზუსტი რითმებით აქვს ლექსები ნაწერი,ოთარ ჭილაძესაც და სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, და რა მათი ლექსები ამის გამო ხაზგადასასმელია?სულაც არა.ლექსს მუსიკა უნდა ჰქონდეს, რომ მას ლექსი დაერქვას, კლასიკური ლექსს ასევე რითმა უნდა ჰქონდეს,ან სუსტი ან ძლიერი.სასურველია ზუსტი იყოს მაგრამ ყველას არ აქვს რითმის მიგნების იმუნიტეტი და რა ქნან ამ ადამიანებმა არ წერონ?ეს სიუვიცეა.ყველას ვუსურვებ გამართულად და კარგ რითმებში წერას.
რაც შეეხება ჩემს ამ ლექსის რითმებს, არის რამდენიმე არაზუსტი რითმა გამოყენებული,მართალია.
პატივისცემით თემო:)
16. საერთო სენად იქცა, ვინც კონვენციურ ლექსს წერს,აუცილებლად რითმაზე უნდა მიუთითონ.მე ვერ გავიგე,რას და როგორ რითმებს გულისხმობთ?..რითმა იმისთვისაა საჭირო,რომ ლექსში ტკბილხმოვანება არ დაიკარგოს,სხვა რა დანიშნულება აქვს? ვნახე სხვების კონვენციურ ლექსებიც საიტზე...უკეთესი ვერაფერი ვიპოვნე.არა,სხვაგვარად არ გამიგოთ,მეც მსაყვედურობენ ამას,თუმცა თემო ჭახნაკია რითმების ტექნიკას ჩემზე და სხვაზე ასწილად უკეთ ფლობს და თუ ამასაც სასაყვედუროდ აქვს საქმე_იქნებ ამიხსნათ,როგორი უნდა იყოს იდეალური რითმა? მე მართლა არ ვიცი...ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით. საერთო სენად იქცა, ვინც კონვენციურ ლექსს წერს,აუცილებლად რითმაზე უნდა მიუთითონ.მე ვერ გავიგე,რას და როგორ რითმებს გულისხმობთ?..რითმა იმისთვისაა საჭირო,რომ ლექსში ტკბილხმოვანება არ დაიკარგოს,სხვა რა დანიშნულება აქვს? ვნახე სხვების კონვენციურ ლექსებიც საიტზე...უკეთესი ვერაფერი ვიპოვნე.არა,სხვაგვარად არ გამიგოთ,მეც მსაყვედურობენ ამას,თუმცა თემო ჭახნაკია რითმების ტექნიკას ჩემზე და სხვაზე ასწილად უკეთ ფლობს და თუ ამასაც სასაყვედუროდ აქვს საქმე_იქნებ ამიხსნათ,როგორი უნდა იყოს იდეალური რითმა? მე მართლა არ ვიცი...ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით.
15. გაიხარე ლეგატო:) გაიხარე ლეგატო:)
14. FB ცამიკითხავს ამ ავტორის სჰემოქმედება.ლიტკლუბიდან ვიცი მომწონს.+++ FB ცამიკითხავს ამ ავტორის სჰემოქმედება.ლიტკლუბიდან ვიცი მომწონს.+++
13. თემატიკა ისეთია, კაცი იტყვის, რითმები არ უნდა შეამჩნიოვო. მაგრამ კონვენციურ ლექსს თუ სარითმო წყვილები სათანადო დონეზე არ აქვს, თემატიკის მიუხედავად, ემოციას აქარწყლებს და ლექს ელფერს უკარგავს.
წყვილები არც კი ვიცი როგორ ვთქვა, (განსაკუთრებით 2-4) სუსტზე უფრო, ბანალურია, თან ლექსიკაც საუკუნის წინანდელია.
იმედია საწყენად არ მიიღებთ ჩემს აზრს, ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მაიინც :))
2 დავწერ თემატიკის გამო.
სიკეთე ყველას. თემატიკა ისეთია, კაცი იტყვის, რითმები არ უნდა შეამჩნიოვო. მაგრამ კონვენციურ ლექსს თუ სარითმო წყვილები სათანადო დონეზე არ აქვს, თემატიკის მიუხედავად, ემოციას აქარწყლებს და ლექს ელფერს უკარგავს.
წყვილები არც კი ვიცი როგორ ვთქვა, (განსაკუთრებით 2-4) სუსტზე უფრო, ბანალურია, თან ლექსიკაც საუკუნის წინანდელია.
იმედია საწყენად არ მიიღებთ ჩემს აზრს, ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მაიინც :))
2 დავწერ თემატიკის გამო.
სიკეთე ყველას.
9. "ჭრილობათა ნაპრალნი" - ჭრილობათა, უკვე შეიცავს მრავლობით ფორმას, ანუ - "ჭრილობათა ნაპრალი" უფრო გამართული იქნება. რითმები მოისუსტებს ალაგ. და რატომღაც, თითქოს აგრესორად (დამპყრობელად) გყავთ წარმოჩენილი (შეიძლება ვერ გავიგე კარგად).. არ მომეწონა, ამ და სხვა სუბიექტური მიზეზების გამო.
წარმატებები! "ჭრილობათა ნაპრალნი" - ჭრილობათა, უკვე შეიცავს მრავლობით ფორმას, ანუ - "ჭრილობათა ნაპრალი" უფრო გამართული იქნება. რითმები მოისუსტებს ალაგ. და რატომღაც, თითქოს აგრესორად (დამპყრობელად) გყავთ წარმოჩენილი (შეიძლება ვერ გავიგე კარგად).. არ მომეწონა, ამ და სხვა სუბიექტური მიზეზების გამო.
წარმატებები!
8. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა ნიჭიერი ხალხი.... +2 ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა ნიჭიერი ხალხი.... +2
7. ეს ფეისბუქზე წავიკითხე, კარგია. ეს ფეისბუქზე წავიკითხე, კარგია.
6. გაუმარჯოს ასეთ ლექსებს. მათში ,,საქართველოს წრფელი გული ძგერს." ++ გაუმარჯოს ასეთ ლექსებს. მათში ,,საქართველოს წრფელი გული ძგერს." ++
5. კარგი პიროვნება და კარგი ავოტრი ხარ თემო. ჩათვალე რომ უკვე შეაფასეო და ეს ვერ გავიგე ოღონდ:) ქულას ვერ გიწერ რატომღაც.:( კარგი პიროვნება და კარგი ავოტრი ხარ თემო. ჩათვალე რომ უკვე შეაფასეო და ეს ვერ გავიგე ოღონდ:) ქულას ვერ გიწერ რატომღაც.:(
4. სტაბილურად კარგი ლექსია წარმატებები ++ სტაბილურად კარგი ლექსია წარმატებები ++
3. ++წარმატებები ავტორო ++წარმატებები ავტორო
2. დიდი მადლობა:) დიდი მადლობა:)
1. საქართველოს სიყვარული და პატრიოტული სიამაყეა აქ... ,,გეტრფი,თვალზე ლაღ ცრემლებად გორდები შენ გმირი ხარ,მტრის ხმალს არ დაეჩაგრე..." მიყვარს ეს თემა.შესრულებაც კარგია. წარმატებები ავტორს + + საქართველოს სიყვარული და პატრიოტული სიამაყეა აქ... ,,გეტრფი,თვალზე ლაღ ცრემლებად გორდები შენ გმირი ხარ,მტრის ხმალს არ დაეჩაგრე..." მიყვარს ეს თემა.შესრულებაც კარგია. წარმატებები ავტორს + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|