ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2014


არც მიწის ვარ და არცა ცისა

მთელი ცხოვრება რაღაცას  ვეძებ,
რაღაცას ვსწავლობ, რაღაცას ვშრომობ,
ხან რას ვედები, ხან ღმერთს დავეძებ
და გამუდმებით ჩემს თავთან ვომობ.
ვერ გამიგია საით მივდივარ,
სხვადასხვა ფილმებს, კადრებს ვუყურებ,
ვგრძნობ გამუდმებით წრეზე დავდივარ,
პასუხებს ისევ ფილმებში ვეძებ.
ცხოვრება ფილმს ჰგავს და მთავარ როლზე,
რეჟისორადაც, მე დამამტკიცეს,
მე თვითონ ვზრუნავ საკუთარ გრიმზე
და განგებადაც მე მომავლინეს.
ვფურცლავ სცენარს, ვურჩევ სახელს,
ვურჩევ ნიშას, ვეძებ ჟანრებს,
ხან თვალებს ვხუჭავ, ხან თვალებს ვახელ
მაინც ვერ ვეძებ საჭირო სიტყვებს.
მერე მინდება თავის დაღწევა,
სცნების დაშლა, ჩაქრობა შუქის,
ჩემი ხელებით სცენარის დაწვა
და გამეფება წყვდიადი ფერის
მერე კი ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ,
მევე თუ მჯერა ჩემი ბოდვისა,
თან მეცინება და ასე ვამბობ,
რომ არც მიწის ვარ და არცა ცისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები