 | ავტორი: კვეზერელი ჟანრი: პოეზია 27 თებერვალი, 2014 |
გთხოვ,მხოლოდ ერთხელ დამენახე, გამოჩნდი სადმე... მე მინდა ვნახო შენი ხელი ძლიერი,სათნო გთხოვ,მხოლოდ ერთხელ მაგრძნობინე შენი მიზანი, ვიცი ეს ყოფა სულ არაა უფალო სანდო... ჩემი ღირსება გადაიქცა ახლა მათხოვრად და გთხოვ მიმიღო შენი შვილი,ცოდვილი ძალზე ჩემი სხეული გადაიქცა ცრემლთა სავანედ და გთხოვ,შემინდო ეს ცოდვანი მძიმე ვარ ძალზე... გთხოვ,თუნდაც ძილში,შენ შემეხე მაგ თბილი ხელით გამომაფხიზლე,გონ დამწვარი მომეცი ძალა ვიცი,სუსტი ვარ,ყველა ცუდი გროვდება ჩემში მე ცოდვილი ვარ,გთხოვ უფალო მიმიღე მარად... გადმომიღვარე ცოტა ძალა წართმეულ ხორცში, ცოტაოდენი გამძლეობა მინდა უფალო მე შენში მინდა,შენით მინდა ვიცხოვრო მხოლოდ, რომ დღეის შემდეგ მე სიკეთე აღარ უარვყო... შემოდი ჩემში,გამინათე სული და გული ათივე მცნების გადამყრელი,შენ წინ მოვსულვარ გთხოვ,კიდევ ერთხელ გამოაღე ეგ კარი ჩემთვის შენი ერთერთი,ცოდვით სავსე შვილი მოსულა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კარგია !ძალიან კარგი!
შემოდი ჩემში,გამინათე სული და გული ათივე მცნების გადამყრელი,შენ წინ მოვსულვარ გთხოვ,კიდევ ერთხელ გამოაღე ეგ კარი ჩემთვის შენი ერთერთი,ცოდვით სავსე შვილი მოსულა... კარგია !ძალიან კარგი!
შემოდი ჩემში,გამინათე სული და გული ათივე მცნების გადამყრელი,შენ წინ მოვსულვარ გთხოვ,კიდევ ერთხელ გამოაღე ეგ კარი ჩემთვის შენი ერთერთი,ცოდვით სავსე შვილი მოსულა...
7. რითმები სუსტი. ნუ+1 რითმები სუსტი. ნუ+1
5. დიდი მადლობა დიდი მადლობა
3. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
2. მადლობა დიდიი მადლობა დიდიი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|