ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2014


ჩემი დილა

კიდევ ერთი დილა გათენდა,  აზოზინდა .  კიდევ ერთი...  ყველაფრის ფიქრს და გაანალიზებას თავიდან ვიწყებ...
ტელეფონი ჩავრთე, რამდენიმე მესიჯია შემოსული.  არ ვკითხულობ.
..ანუ ისევ შეიძლება კარგად ვიყო?...
თურმე ღამე ცდომილ ნერვს აშფოთებს , ღამით განცდაც მეტია, უმწეობის განცდაც...
დილა კი...გათენება ღმერთს მოუგონია, შეიძლება არაფერი  გიხარია, მაგრამ  ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება და
დაუძლეველს ვერ ხედავ  , ყველაფერს მოაგვარებ...

  ეს კბილის ტკივილივითაა, საავადმყოფოში მისვლისთანავე რომ გადაგივლის და ექიმთან შესვლა აღარ გინდა,
რადგან უკვე კარგად ხარ...

  არ გახსოვს ვინ ხარ ანდა რისთვის ხარ, მაგრამ აღარ გტკივა და შიში არ გაქვს...
დაღამების გეშინია და მზეს ნაწყენი უყურებ...რისთვის გაანათა, თუ ისევ უნდა დათმოს და ღამემ  აჯობოს ...
მერე შენც ხვდები, რომ ღამემ გაჯობა.მერე ამ დღეღამის ჭიდილში  შენთვის სულერთია, მზემ აჯობა თუ
მთვარემ, მაინც ღამე დგება და დილამდე ცუდად ხარ...
    ხვალაც  ასეთი დილა გათენდება და კიდევ თორმეტი  საათი იფიქრებ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და
დაუძლეველს დაძლევ...
თუმცა  იმავე საღამოს საშინელ დეპრესიას ისიც დაემატება, რომ ყველასგან შორს ხარ და ღამე შენი მტერია. ეს იმდენჯერ
მოხდება, ვიდრე ერთ დღეს ექიმს  მიაკითხავ და  ...რა მნიშვნელობა აქვს,  ექიმის დანიშნულ წამლებს მაინც არასდროს დალევ, რადგან , მისი  დალევით შენი ინდივიდუალიზმი აღარ იარსებებს და ადამიანების იმ სქელ ფენას
მიგაკუთვნებს, ყველგან რომ მრავლად  არიან...არც იმ ოპერაციას დათანხმდები, რომელიც ბრმად გადაგიწყვიტეს  და
რომლითაც გული უნდოდათ ეტკინათ.

  და თუ მერაღაცამდენე  დღეს მიხვდები, რომ შენში ახალი სიცოცხლე ფეთქავს, ყველაფერი სულ ყველაფერი, მზით განათდება და აღარასოდეს დაღამდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები